კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროკურატურამ ჟურნალისტის ცემისა და მუქარის გამო სამი პირი დააკავა

30 იანვარი, 2017
 
Civil.ge 

საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტის და თოქ-შოუს წამყვანის გიორგი გასვიანის ცემისა და მის წინააღმდეგ განხორციელებული მუქარის გამო სამი პირი დააკავა, რომელთაც გასვიანს ფიზიკური შეურაცხყოფა 19 დეკემბერს მიაყენეს.

პროკურატურამ აღნიშნა 27 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გასვიანის მიმართ განხორციელებული ცემისა და მუქარის ფაქტზე,  ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ერთი მოქმედი პოლიციელი და მისი ორი მეგობარი, რომელთაგან ერთი ასევე ყოფილი პოლიციელია. 

ჟურნალისტმა განაცხადა 19 დეკემბერს, რომ შემთხვევა ბორჯომში მოხდა, როცა მას გზაზე მანქანა მოუსრიალდა და შემხვედრი მანქანიდან გადმოსული სამი პირი, მათ შორის ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ერთი პოლიციელი, როგორც თავად ყვება, თავს დაესხა, იარაღი მიაბჯინა და როცა გაიგო, რომ მისი თავდასხმის ობიექტი ჟურნალისტი იყო, ცემა განაგრძო და დაემუქრა, რომ ფაქტი არ გაემჟღავნებინა.

საქართველოს პროკურატურამ განაცხადა 19 დეკემბერს, რომ თავდაპირველად გამოძიება პოლიციამ დაიწყო ძალადობის მუხლით (რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ერთიდან სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს), თუმცა ჟურნალისტის ჩვენების საფუძველზე საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა და საქმის კვალიფიკაციას დაემატა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით ან იარაღის გამოყენებით (რაც ისჯება ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე).

თუმცა, მოგვიანებით ეს ბოლო ბრალდება მოიხსნა და სამ პირს ორი ბრალდება შეეფარდა – ძალადობა და მუქარა (ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე).


ახალი ამბები