კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ორპალატიანი პარლამენტის იდეას კონსტიტუცია ეწინააღმდეგება

30 იანვარი, 2017
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

„შეასრულეთ წინასაარჩევნო დაპირება, ნუ განიხილავთ პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლის საკითხს. დატოვეთ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო საპარლამეტო ქალაქში, რომელმაც რამდენიმე წლის წინ, პარლამენტის გადმოტანით  სასიცოცხლო მნიშვნელობა დაიბრუნა და მარტივად რომ ვთქვათ, გაცოცხლდა. ნუ მოკლავთ ქუთაისს, რომელიც თავისი მნიშვნელობით თბილისზე ნაკლები ქალაქი არაა“, - ასე ეხმიანება სამოქალაქო სექტორის ადგილობრივი წარმომადგენლობა, ისევე როგორც საზოგადოების მნიშვნელოვანი უმრავლესობა, პარლამენტის ქუთაისიდან დედაქალაქში გადატანის მცდელობას. 

ქუთაისში, რომელიც საპარლამენტი ქალაქის სტატუსს ჯერჯერობით ინარჩუნებს, არ წყდება საპროტესტო აქციები, დებატები თუ სხვა სახის აქტივობები ამ მიმართულებით. სოციალურ ქსელში  შექმნილია სპეციალური ჯგუფი „პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს“, სადაც წევრთა სტატუსები მიუთითებს, რომ აქტივობა ამ მიმართულებით არ წყდება.
 
 „ჯერ ალბათ ქუთაისიდან პარლამენტის გადატანაზე იზრუნებენ, მერე სავარაუდოდ, ბათუმიდან საკონსტიტუციო სასამართლოს გაუყენებენ დედაქალაქის გზას. მოგვიანებით კიდევ მოიფიქრებენ რამეს და ვატყობ, ცოტა ხანში მთელი საქართველო თბილისში აღმოჩნდება. დედაქალაქიც იქ იქნება და მთლიანად სახელმწიფოც. როცა ჩვენი „რჩეულები“ გვარწმუნებენ პარლამენტის ქუთაისში არსებობა ძვირი ჯდებაო, ნეტა თუ ხვდებიან, რა დაუჯდება ქვეყანას დაცარიელებული ქალაქები?“ - ასე ეხმიანება ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ხვიჩა ვაშაყმაძე აღნიშნულ საკითხს.

პარლამენტის ადგილსამყოფელის საკითხს სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საკონსტიტუციო კომისია აქტიურად განიხილავს. ითქვა ორპალატიანი პარლამენტის მოდელზეც, იმაზე, რომ ერთი პალატა დარჩეს ქუთაისში, მეორემ იმუშაოს თბილისში.  იდეას როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები ჰყავს უმრავლესობაშიც და ოპოზიციაშიც.

„ასე ხელაღებით, ყოველგვარი არგუმენტებისა და საფუძვლის გარეშე, ორპალატიან პარლამენტზე საუბარი, სხვა არაფერია, თუ არა უპასუხისმგებლობა. ამისთვის ბევრი პირობაა დასაკმაყოფილებელი“, - აცხადებს ქუთაისის ერთერთი მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი.

ორპალატიანი პარლამენტის იდეას გაუმართლებლად მიიჩნევს საპარლამენტო პრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა ნადირაძე. მისი განმარტებით: „ის, რომ ქუთაისმა საპარლამენტო ქალაქის სტატუსი შეიძინა და მოირგო, არგუმენტია, თუმცა, მიმაჩნია, რომ, საბოლოო ჯამში, მაინც ისეთი გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, რომელიც გაცილებით მყარ არგუმენტს დაეფუძნება.“   

იდეასთან დაკავშირებული მოსაზრებების სხვადასხვაობის გარდა, არის სხვა, მთავარი ხელისშემშლელი მომენტი - ქვეყნის დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ამ წინააღმდეგობას ზოგადი დებულების მე-4 პუნქტი ქმნის. აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში თუ ავტორებმა ორპალატიანი პარლამენტის მოდელის იდეა გაიტანეს, საკონსტიტუციო კომისიას ქვეყნის მთავარ კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანაზე მოუწევს მუშაობა. 

ახალი ამბები