ხვალ, 13 თებერვალს, 11:00 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის წარმომადგენლები ისაუბრებენ მარნეულის რაიონული პროკურატურის მიერ დანაშაულზე არაეფექტური რეაგირების შესახებ. დანაშაული ეხება ქალის სიცოცხლის მოსპობისა და განადგურების მუქარას ყოფილი მეუღლის მხრიდან.
მისამართი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. 68, II კორპუსი, III სართული, „პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბი.