კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უხარისხოდ შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები

28 თებერვალი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

26 თებერვალს, ქ. გორში ცაბაძის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს სახურავი ქარმა გადახდა. სახურავმა კორპუსის წინ მდგარი სამი ავტომანქანა დააზიანა.  კორპუსის სახურავი გორის მერიის დაფინანსებით ერთი წლის წინ გაკეთდა. ცაბაძის ქუჩის მაცხოვრებლების განცხადებით, სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა და ამის შესახებ არაერთხელ აცნობეს მერიას, თუმცა თვითმმართველობის ორგანოსგან, მათი თქმით, რეაგირება არ ყოფილა. 

ზურამ ლაღიძე, დაზიანებულ კორპუსში ცხოვრობს, მოგლეჯილი სახურავი მის ავტომანქანას დაეცა და დააზიანა, იგი ავტომობილის შესაკეთებელი თანხების გამოყოფას ადგილობრივი ბიუჯეტიდან ითხოვს.

ზურაბ ლაღიძე ცაბაძის ქუჩაზე მცხოვრები:,,სამუშაოების უხარისხოდ შესრულებაზე ამ რვა თვის განმავლობაში რამდენჯერმე მივმართეთ მერიას, მაგრამ მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა".

შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები. ქ. გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი ამბობს, რომ მას არ ახსოვს ცაბაძის ქუჩის კორპუსის მცხოვრებლებმა მერიას თუ მიმართეს. ჯირკველიშვილის თქმით, იგი საკითხით დაინტერესდება. რაც შეეხება უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს, გორის მერის განცხადებით, მათ ამ კითხვაზე პასუხი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ ექნებათ.

,,მე არ მაქვს ინფორმაცია მოგვმართეს თუ არა კორპუსის მცხოვრებლებმა წერილით და თუ მოგვმართეს, პასუხისმგებელ პირებს დავსჯი, რომლებმაც მათ მოთხოვნაზე რეაგირება არ მოახდინეს", - განაცხადა ზურაბ ჯირკველიშვილმა. 

ქ. გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ქალაქის მერისგან განსხვავებით, ამბობს, რომ სამუშაოები უხარისხოდ იყო შესრულებული. 

,,შესასწავლია იმ კომპანიის შესრულებული სამუშაო, რომელმაც  კორპუსის სახურავი გააკეთა. დღეს იმ სიმძლავრის ქარი არ ყოფილა, რომ კარგად გაკეთებული სახურავი გადაეხადა", - განაცხადა ზურაბ როსებაშვილმა. 

კორპუსის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშოები გორის მერიამ შპს "საქ.კურორტის გორის სამშენებლო სამმართველო"-სგან   2016 წლის 16 ივნისს ჩაიბარა.  სახურავის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 9 097 ლარი გამოიყო. როგორც ქალაქის მერიაში humanrights.ge-ის განუცხადეს, ხელშეკრულების მიხედვით, 5 წლის განმავლობაში  კომპანია ვალდებულია, ხარვეზები გაასწოროს. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფორმაციით, კომპანიამ უკვე დაიწყო კორპუსის დაზიანებული ნაწილის გადახურვა.

რაც შეეხება დაზიანებული ავტომობილების მფლობელებისთვის  ზარალის ანაზღაურებას, გორის მერიაში ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ ავტომანქანების შესაკეთებლად  გამოიყოფა თუ არა თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან, თუ ამ შემთხვევაშიც, ზარალის ანაზღაურება სამშენებლო კომპანიას მოუწევს.

ახალი ამბები