14:36, Saturday, 25.03.2017
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

Web Portal on Human Rights in Georgia

Go
Advanced Search

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთში დეფაქტო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით

17.03.2017

 
ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, შეშფოთებას გამოვთქვამთ ოკუპირებულ აფხაზეთში 12 მარტს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და მივიჩნევთ, რომ აღნიშნული არჩევნები უკანონოა, ხოლო მის შედეგებს არ ძალუძს არსებითი ცვლილებები შეიტანოს ლეგიტიმურ პოლიტიკურ სივრცეში როგორ ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ჩვენ ვაცხადებთ, რომ ვიდრე აფხაზეთიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილ ათასობით ადამიანს არ მიეცემა შესაძლებლობა დაუბრუნდეს საკუთარ სახლ-კარს და მონაწილეობა მიიღოს რეგიონის სოციო-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ნებისმიერი პროცესი, მათ შორის არჩევნები, მოკლებული იქნება კანონიერ საფუძვლებს და ვერ განსაზღვრავს აფხაზეთის რეგიონისა და მისი მოსახლეობის მომავალს.

ჩვენ, ქვემორე ხელმომწერ ორგანიზაციებს მტკიცედ გვწამს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ადეკვატურ შეფასებას მისცემს ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, როგორც დეფაქტო რეჟიმის მიერ ეთნიკური წმენდის შედეგების ლეგიტიმაციის კიდევ ერთ მცდელობას და არ სცნობს ე.წ. არჩევნების ლეგიტიმურობას და შედეგებს.

ასევე, მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიერონ ძალისხმევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დევნილების უპირობო და ღირსეული დაბრუნებისათვის საკუთარ სახლებში. მიგვაჩნია, რომ არსებული სტატუს კვო კიდევ უფრო ამძიმებს როგორც დევნილთა, ისე აფხაზეთის რეგიონში ამჟამად მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობას, სადაც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მძიმე მდგომარეობაა.

ვეთანხმებით და უერთდებით:
  • საზოგადოებრივი დამცველი
  • სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
  • სამცხე ჯავახეთის რეგიონალური ასოციაცია „ტოლერანტი“
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო
  • სტუდია „რე“
  • დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი
  • მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია;
  • თავისუფალი არჩევანი
  • რონდელის ფონდი
  • რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია
  • ფონდი "კავკასიის ეკოლოგია"
  • ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის
  • იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი "სპექტრი"
  • სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი 
  • ასოციაცია"ქალი და ბიზნესი" 
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  • "ჯუნიორ ეჩივმენტ“ საქართველო
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • ცენტრი "ემპათია"
  • გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) 
  • რეპატრიანტთა კავშირი
  • საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრი
  • ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისათვის
  • ასოციაცია "სკოლა-ოჯახი-საზოგადოება"
  • ასოციაცია ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის
  • მეგობრობის ხიდი ქართლოსი
  • ენერგოეფექტურობის ცენტრი
  • ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია
  • ანალიტიკური ცენტრი მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის 
  • ჩაისმწარმოებელთა ასოციაცია
  • ასოციაცია "მერკური"
  • ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება
  • კვლევების ტექნოლოგიების და ინოვაციების ხელშემწყობი საერთაშორისო ცენტრი
  • ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭო 
  • „ადგილის დედა“
  • ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი
  • ასოციაცია "იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის
  • ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო

 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
Leave your comment
Your name:
Your comment:

Security code: Code
OTHER NEWS
POLL
How should the president of Georgia be elected?
through elections (by the population) through indirect election (by the Parliament of Georgia)

BLOG

Disbelief based on partiality Reality is different
In recent days, Campaign This Affects You has become more active for the society. A new slogan has appeared on the famous label
Detailed...
Fragile Peace in Balkans
Hungry Commission Members and Commission Chairpersons Angry with Observers in Batumi
Archive




EDITORIAL

Villages of the Hopeless
I learned about healing water Dzuguri first several days ago. Having searched information, we learned that Dzuguri water is sold near the chain
Detailed...
What happened to Dream of Justice Revival?
Triggers of Prisoners’ Mass Protests
Archive
THEMES
CATEGORIES

Copyright © 2004 - 2017 HRIDC