16:48, Saturday, 27.05.2017
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადამიანის უფლებათა ცენტრი მედიას მოუწოდებს, გააშუქოს ადვოკატ გიორგი მდინარაძის საქმის სასამართლო განხილვა

20.03.2017

დღეს 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ადვოკატ გიორგი მდინარაძის საქმის სასამართლო განხილვის მორიგი სხდომა გაიმართება. სასამართლო დაზარალებულ გიორგი მდინარაძის ჩვენებას მოისმენს. ადვოკატ მდინარაძის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ქობესაშვილი იცავს. 

დღევანდელ სხდომას თბილისის საქალაქო სასამართლოში დაესწრებიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი ზაზა ხატიაშვილი და ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია სასამართლო პროცესზე პოლიციის თანამშრომლების მიერ მიცემული არსებითად ცრუ ჩვენებებით, რითაც ისინი ცდილობენ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან იხსნან ბრალდებული ლაშა კვირკვაია, ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების ყოფილი უფროსი.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის განყოფილებაში ადვოკატ მდინარაძის ცემის ფაქტი თავდაპირველად ფართოდ გაშუქდა, შემდგომში ამ საქმისადმი მედიის ინტერესი თანდათან მინელდა. ამ პირობებში, პოლიცია ცდილობს, პასუხისმგებლობა დააკისროს ადვოკატს, რაზეც მეტყველებს არა მხოლოდ სასამართლო პროცესებზე მიცემული ცრუ ჩვენებები, არამედ გიორგი მდინარაძის საქმიანობისა თუ პიროვნული დისკრედიტაციის სხვადასხვა მცდელობა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოში მოქმედ მედიასაშუალებებს, დაინტერესდნენ და გააშუქონ ადვოკატზე ძალადობის ფაქტის სასამართლო განხილვა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ წინა სასამართლო სხდომებზე, ბრალდების მოწმეებმა განზრახ მიაწოდეს სასამართლოს მცდარი ინფორმაცია, რომ თითქოს ადვოკატმა მდინარაძემ გამომძიებელსა და პოლიციის უფროსს, ლაშა კვირკვაიას განყოფილებაში „ყური აუწია“ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების ყოფილი უფროსი, ლაშა კვირკვაია, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით,   2015 წლის ნოემბერში დააკავეს. 2015 წლის 29 დეკემბერს კი სასამართლომ 10000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა.

                                                                                                   ადამიანის უფლებათა ცენტრი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორი წესით უნდა მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევა?
პირდაპირი არჩევნების გზით (ხალხის მიერ) არაპირდაპირი არჩევნების გზით (საქართველოს პარლამენტის მიერ)

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2017 HRIDC