კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა მძიმედ დაავადებული შშმ მსჯავრდებულების პრობლემების შესახებ

22 მარტი, 2017
 
პენიტენციურ სისტემაში კვლავ პრობლემად რჩება მძიმედ დაავადებული მსჯავრდებულების სასჯელისგან გათავისუფლება. სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია გადაწყვეტილებას იღებს ძალოვანი სტრუქტურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. კომისია ამეტებს თავის უფლებამოსილებას და არღვევს დებულებას და ნორმატიულ აქტს, რომელთა თანახმად, მსჯავრდებულის დაავადება თუკი შეესაბამება მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალს, იგი სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლით, „თავისუფლების აღკვეთის მსჯავრდების შემთხვევაში - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას შეუძლია სასჯელისაგან გაანთავისუფლოს ის, ვინც დანაშაულის ჩადენამდე ან ჩადენის შემდეგ დაავადდა მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას“.
ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია ხელმძღვანელობს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის დებულებით და  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალით, რაც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს.

ახლახან სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივმა მუდმივმოქმედმა კომისიამ განიხილა N18 დაწესებულებაში მოთავსებული ს.ს.-ის საქმე. მუდმივმოქმედმა კომისიამ მსჯავრდებულ ს.ს.-ის სასჯელის მოხდის განთავისუფლების თაობაზე  უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო და განმარტა, რომ მართალია, მსჯავრდებულ ს.ს.-ს ჯანმრთელობის მდგომარება შეესაბამება მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალით განსაზრვრულ კრიტერიუმებს, რაც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას კომისია დაეყრდნო შინაგან საქმეთა სამინისტროდან და მთავარი პროკურატურიდან მიღებულ ინფორმაციას.

მსჯავრდებული ს.ს, რომელიც 2014 წლიდან იხდის სასჯელს №18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. მას არ შეუძლია დამოუკიდებლად მოძრაობა და გადაადგილდება ეტლით. მსჯავრდებულის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მას 2 წელზე მეტია, მძიმე სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებში უწევს ყოფნა, რაც არასათანადო მოპყრობას უთანაბრდება. 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია ამეტებს თავის უფლებამოსილებას, როცა თავის საქმიანობაში, საქმეებზე პაციენტის შესახებ ინფორმაციას ითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტროდან და მთავარი პროკურატურიდან და თავის გადაწყვეტილებას მთლიანად აფუძნებს  ძალოვანი სტრუქტურიდან მიღებულ ინფორმაციაზე.

ყველა საკანონმდებლო აქტის მიხედვით, მუდმივმოქმედი კომისია დარჩენილი სასჯელის მიზანშეწონლობის დროს უნდა ითვალისწინებდეს მხოლოდ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომრეობას და არა ძალოვანი სტრუქტურიდან მიღებულ ამა თუ იმ ინფორმაციას. 

მძიმედ დაავადებული მსჯავრდებულების პენიტენციურ დაწესებულებაში გაუმართლებელი ყოფნა ერთ-ერთი მიზეზია საპატიმროების გადატვირთულობისა, რაზეც საუბარია ევროსაბჭოს ყოველწლიურ ანგარიშში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შესახებ. ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დარღვევასა და შშმ მსჯავრდებულებისათვის სათანადო გარემოს შექმნის რეკომენდაციით სასჯელაღსრულების სამინისტროს სახალხო დამცველიც მიმართავდა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს: 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, გაითვალისწინოს ევროსაბჭოს, სახალხო დამცველისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სათანადო პირობები შეუქმნას შშმ პატიმრებს. 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედ კომისიას, გადაწყვეტილებების მიღებისას იხელმძღვანელოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით და შეწყვიტოს პრაქტიკა, რომელიც აცდენილია კანონმდებლობას. 
                                                                                            ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები