კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა დაუჯდა ახმეტის ბიუჯეტს საკრებულოს თავმჯდომარის სატელეფონო „ცელქობა“

24 მარტი, 2017
 
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ჯუგაშვილმა, ვიდრე თანამდებობიდან გადადგებოდა, კორპორატიულ ტელეფონზე შემთხვევით გაიაქტიურა ულიმიტო ინტერნეტი, რაც შემდეგ უწყვეტ რეჟიმში დარჩა ჩართული. მომსახურების საფასურმა საბოლოოდ 4 000 ლარს გადააჭარბა. აღნიშნული თანხა შპს „მაგთიკომს“ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გადაურიცხეს იმის მიუხედავად, რომ თვითმმართველობის თანამდებობის პირთა ინტერნეტით მომსახურება ბიუჯეტიდან არ ფინანსდება.

საინფორმაციო ცენტრების ქსელის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციით, ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ჯუგაშვილმა 2015 წელს სამსახურებრივი ტელეფონის ნომერზე - 599 85-79-01, შემთხვევით გაააქტიურა ულიმიტო ინტერნეტის სერვისი, ხოლო შემდეგ მისი გამორთვა მხედველობიდან გამორჩა. სერვისი ხანგრძლივი დროის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში იყო ჩართული, რის გამოც მისმა საფასურმა 4 000 ლარს გადააჭარბა.

2016 წლის თებერვალში, შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნის საფუძველზე, აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, კერძოდ კი საკრებულოსთვის გამოყოფილი ხარჯებიდან გადაირიცხა. 

იურისტების განმარტებით, ადგილი აქვს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას, რაც შესაძლოა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.

ცნობისათვის, ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო თვეში 2 650 ლარს შეადგენს. მასვე ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე ყოველთვიურად 600 ლიტრის ოდენობით  ბენზინი ეძლევა. 

გელა ჯუგაშვილი ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 2014 წლის 14 ივლისს იქნა არჩეული. ეს თანამდებობა მან 2016 წლის 2 მარტს საკუთარი განცხადებით დატოვა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყებოდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის რეალური მიზეზი „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობიდან მიღებული პარტიული დირექტივა გახდა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ახმეტის საკრებულოს წევრებმა ორჯერ დააყენეს გელა ჯუგაშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი - 2016 წლის 3 მაისს და 5 დეკემბერს, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო 16 ხმა ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოგროვდა. 


ახალი ამბები