კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცხინვალში ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმური უწოდა

25 აპრილი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ესტონეთის დელეგაციის წევრები 24 აპრილს სოფელ ხურვალეთში ჩავიდნენ და საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სვენ მიკსერმა და დელეგაციის წევრებმა საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელ კახა ქემოკლიძისგან მიიღეს. ესტონეთის დელეგაციის წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზს იქეთ დარჩენილ 83 წლის დავით ვანიშვილსაც გაესაუბრნენ. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საოკუპაციო ხაზთან გააკეთა განცხადება და საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირა, სვენ მიკსერი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ არჩევნებსაც გამოეხმაურა და არალეგიტიმური უწოდა. 

სვენ მიკსერი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ,,ესტონეთი, ევროკავშირი და, ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს სუვერენიტეტსა ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, სიტუაციის დეესკალაციისთვის ჩვენ საქარველოს გვერდით უნდა დავდგეთ. ანექსიის პროცესი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ე.წ. „არჩევნები“ არალეგიტიმურია და ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია მშვიდობიანად მოგვარდება რისთვისაც ყველა საერთაშორისო ფორმატი უნდა გამოვიყენოთ."
 
,,​დელეგატებს მიეცათ საშუალება, ადგილზე ენახათ ის პრობლემები, რომელიც საოკუპაციო ხაზსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილია მავთულხლართებით თუ უკანონოდ აღმართული ღობეების სახით", - განცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

გორის მუნიციპალიტეტის ​სოფელ ხურვალეთში ბოლო ორი დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე ოფიციალური ვიზიტია. 22 აპრილს საოკუპაციო ხაზთან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი იმყოფებოდა.

 „ამ ყველაფრის ადგილზე ნახვა ძალიან მძიმე განცდაა. მაქვს იგივე ემოცია, რაც მქონდა დონბასში ჩასვლისას, გამყოფ ხაზთან რომ ვიმყოფებოდი. რადგან დონბასიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. სიმბოლურია, რომ სადაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებია, არის მავთულხლართები. ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები. სამწუხაროდ, უკრაინაში, ყოველდღე ისვრიან, იღუპება ხალხი, ჩვენი გმირები. მე მინდა, ღრმა მწუხარება და განსაკუთრებული პატივისცემა, სოლიდარობა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც იბრძოდა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის", - განცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ახალი ამბები