კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლო დავა საფეხბურთო სტადიონისთვის

25 აპრილი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ქ. გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ფეხბურთის სტადიონის დაბრუნების მოთხოვნით მიხეილ ლურსმანაშვილმა მთავარ პროკურატურას და სასამართლოს მიმართა. ლურსმანაშვილის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მას სტადიონი იძულებით დაათმობინეს და სახელმწიფოზე გადააფორმებინეს. მიხეილ ლურსმანაშვილის ინტერესებს ადვოკატი ამირან გიგუაშვილი იცავს, მოპასუხე მხარეს გორის მერია წარმოადგენს.  

,,მიხეილ ლურსმანაშვილი არის წინა ხელისუფლების მავნე პოლიტიკის ერთ-ერთი მსხვერპლი, ის ცდილობს, დაიბრუნოს ის ქონება, რომელიც უსამართლოდ და უკანონოდ ჩამოართვეს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს. საქმე აღძრულია მთავარ პროკურატურაში, მიმდინარეობს გამოძიება და იმედი გვაქვს, რომ  მალე დაიდება შედეგი. ამის პარალელურად, სასამართლოში დავა მიმდინარეობს ქონების დაბრუნებაზე", - აცხადებს მიხეილ ლურსმანაშვილის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი.

მიმდინარე წლის ზაფხულში  ქ. გორი ფეხბურთის 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩი გორის, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ევროპის ჩემპიონატისთვის სტადიონის მოსამზადებელი სამუშოები დაწყებულია, რომლის რეაბილიტაციისთვის საერთო ჯამში მილიონ 350 ათასი ლარი გამოიყო, ქ. გორის ბიუჯეტიდან კი  560 ათასი ლარი.  

იმ ფონზე, როდესაც სასამართლო დავა არ დამთავრებულა, სტადიონის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას  არამიზნობრივ ხარჯს უწოდებს ქ. გორის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი თამარ თედლიაშვილი.
,,არ არის გამორიცხული, რომ სასამართლომ დაუკმაყოფილოს სარჩელი და დაუბრუნოს სტადიონი ლურსმანაშვილს. ამის გათვალისწინებით, თანხების გამოყოფა სადავო ქონებაზე არის საფრთხილო და არამიზნობრივ ხარჯს წარმოადგენს. ანალოგიური მოხდა გორის საცურაო აუზის შემთხვევაში, როდესაც მისი რეაბილიტაციის პროექტისთვის გამოვყავით თანხები, აუზი კი პროკურატურამ ყოფილ მფლობელებს დაუბრუნა, რომლებიც ამბობდნენ რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ქონება იძულებით გადააფორმებინეს სახელმწიფოზე", -აცხადებს ქ. გორის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი თამარ თედლიაშვილი.

ქ. გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი აღნიშნავს, რომ ევროპის ჩემპიონატის გორში ჩატარება მნიშვნელოვანია და ამის გათვალისწინებით, სასამართლოს დასრულებამდე სადავო სტადიონის რეაბილიტაციისთვის თანხის გამოყოფას არამიზნობრივად არ მიიჩნევს.  ზურაბ ჯირკველიშვილის განცხადებით, დაბრუნების ნაცლად შესაძლოა, სასამართლომ წინა ხელისუფლების დროს წართმეული ქონების კომპენსაცია დააკისროს გორის მერიას, რადგან მას შემდეგ, რაც სტადიონი მუნიციპალიტეტის ბალანსზეა, რამდენიმე მილიონი ლარია დახარჯული მისი რეაბილიტაციისთვის.

,,წინა ხელისუფლებას ბევრი უკანონობა აქვს ჩადენილი და ერთ-ერთი მათგანია ქონების წართმევის ფაქტები, რომელიც არაერთია. იმ ადამიანებს. ვისაც სასამართლო და პროკურატურა დაზარალებულად  ცნობს და დაადგენს ზარალის მოცულობას, დღევანდელ ხელისუფლების პოლიტიკაა, რომ აუნაზღაუროს ზარალი. რაც შეეხება გორის საფეხბურთო სტადიონს, ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ფორმა შეიძლება იყოს დაბრუნება და არა ერთადერთი. იმ შემთხვევაში, თუ გორის მერია წააგებს სასამართლო პროცესს, გამოვნახავთ ფორმას, რათა  ზარალი ავუნაზღაუროთ“, - აღნიშნა ზურაბ ჯირკველიშვილმა. 

ახალი ამბები