კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის საფეხბურთო სტადიონი თავდაპირველ მფლობელს დაუბრუნდა

27 აპრილი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

25 აპრილს, საქართველოს მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებით, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საფეხბურთო სტადიონი ყოფილ მფლობელებს, მიხეილ ლურსმანაშვილსა და მის ბიზნესპარტნიორებს, დაუბრუნდათ. 

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით,  2010 წელს ქონება უკანონოდ იყო ჩამორთმეული და მთავარი მოქმედი პირები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ.

„განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, კომპანია იძულებული გახდა უსასყიდლოდ გადაეცა გორის მუნიციპალიტეტისთვის მათ მიერ კანონიერად შეძენილი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი“, - განაცხადა პროკურორმა, ემზარ გაგნიძემ. 

ვახტანგ ჯოხაძე 2010 წელს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს   განხორციელებულ ზეწოლას იხსენებს, რომელიც მისი დაკავებით დაიწყო და სტადიონის სახელმწიფოსთვის ,,ჩუქებით" დასრულდა. 

,,დაკავების მიზეზი სასაქონლო ზედნადები გახდა, ვითომ გაყალბებული იყო. შემდეგ როგორც მე შევიტყვე, ჩემს პარტნიორებთან შეთანხმდნენ და ჩემი გათავისუფლების სანაცვლოდ სტადიონი სახელმწიფოსთვის უნდა ეჩუქებინათ", -ამბობს ვახტანგ ჯოხაძე.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ქონების იძულებით ჩამორთმევის 60 ფაქტია გახსნილი. გორის შემთხვევაში კი მეორე ფაქტია, როდესაც წინა ხელისუფლების დროს იძულებით დათმობილი კერძო საკუთრება მფლობელებს დაუბრუნდა. პირველი გორის საცურაო აუზი იყო, რომელიც რამდენიმე თვის წინ პროკურატურამ ყოფილ მფლობელს გია გიგუაშვილს დაუბრუნა.

გორის თვითმმართველობის წარმომადგენლობით და აღმსრულებელ ორგანოში არ დაობენ, რომ სტადიონი ყოფილი ხელისუფლების დროს იძულებით დაათმობინეს მფლობელებს, თუმცა მათთვის ერთი ფაქტია სადაო, რომელიც საფეხბურთო სტადიონის ღირებულებას შეეხება.  მას შემდეგ, რაც სტადიონი კერძო პირებიდან სახელწიფოს ბალანსზე გადავიდა, მისი რეაბილიტაციისთვის რამდენიმე მილიონი ლარი დაიხარჯა.

დავით რაზმაძე ქ. გორის საკრებულოს წევრი: ,,მას შემდეგ, რაც სტადიონი სახელმწიფო ბალანსზე გადავიდა, რეაბილიტაციისთვის უკვე 11 მილიონია დახარჯული და ბუნებრივია, რომ სტადიონის დღევანდელი ღირებულება არ შეესაბამება იმ მდგომარეობას, როდესაც ის კერძო მფლობელების დროს იყო."
იმ შემთხვევაში თუ სტადიონი ძველ მფლობელებს დაუბრუნდებოდა, გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი მათ სტადიონის დაბრუნების ნაცვლად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ბიუჯეტიდან კომპენსაციის სახით სთავაზობდა.

მიმდინარე წლის ზაფხულში  ქ. გორი ფეხბურთის 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩი გორის, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ევროპის ჩემპიონატისთვის სტადიონის მოსამზადებელი სამუშოები დაწყებულია, რომლის რეაბილიტაციისთვის გორის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 560 ათასი ლარი გამოყო, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის #779 განკარგულებით რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სტადიონის რეაბილიტაციისთვის დამატებით კიდევ 794 413 ლარი გამოიყო. 

ახალი ამბები