კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის განცხადება მაღაროელთა გარდაცვალებასთან დაკავშირებით

16 მაისი, 2017
 
2017 წლის 9 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში 400 მეტრის სიმაღლიდან ლიფტი ჩავარდა, რის შედეგადაც ლიფტში მყოფი 4 მაღაროელი გარდაიცვალა.

სამუშაო ადგილზე დასახიჩრებულთა და დაღუპულთა რიცხვი ყოვეწლიურად მატულობს. 2016 წელს გარდაიცვალა 58 და დაშავდა 85 ადამიანი. მდგომარეობის გაუარესებას ხელს უწყობს ქვეყანაში შრომის ინსპექციის ეფექტური მექანიზმის არარსებობა. მინდელის მაღაროში მომხდარი ფაქტი და ქვეყანაში არსებული საგანგაშო სტატისტიკა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების პრობლემების სიმწვავეს, რომელზედაც საქართველოს სახალხო დამცველი ბოლო 4 წლის განმავლობაში აქტიურად მიუთითებს. სახალხო დამცველი პარლამენტს და მთავრობას წლებია მოუწოდებს მიიღოს უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით სრულყოფილი რეგულაციები და შექმნას მათი შესრულების მონიტორინგის ეფექტური მექანიზმი.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილზე დაღუპვისა და დაზიანების თითოეულ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ პირს, ვინც წლებია ეწინააღმდეგება შრომის ინსპექციის შექმნას.

სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს მაღაროელთა გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახის წევრებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს გადადგას კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. შექმნას შესაბამისი ნორმატიული ბაზა და შრომის უსაფრთხოებისთვის საჭირო რეგულაციების შესრულებაზე ზედამხედველი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომელიც აღჭურვილი იქნება შესასრულებლად სავალდებულო მითითებების გაცემისა და შესაბამისი სანქციების გამოყენების უფლებამოსილებით. შრომის უსაფრთხოების მკაცრი სტანდარტების გარეშე შექმნილი დღეს მოქმედი სამსახური, რომელსაც არ გააჩნია იძულებითი ღონისძიების არავითარი მექანიზმი, არის თვალის ასახვევად შექმნილი ფსევდო სისტემა და არ ქმნის შრომის უსაფრთხოების დასაცავად საჭირო რეალურ გარანტიებს. 


ახალი ამბები