ადამიანის უფლებათა ცენტრი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ინტერესებს დაიცავს. დღეს, 12:00 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები თამარ ავალიანი და ეკა ქობესაშვილი საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ. პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს გენერალური აუდიტორი, ლაშა თორდია.
მისამართი: მელიტონ ქანთარიას ქ. 11 ა. (ყოფილი გაგარინის მეორე შესახვევი), თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი, 0 სართული.