კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აღარ აირჩიოთ - საპროტესტო პლაკატები გორში

24 მაისი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ქალაქ გორის საკრებულოს ცხრა წევრის პლაკატები გორში საზოგადოების თავშეყრის ადგილებსა და მიწისქვეშა გადასასვლელში გამოაკრეს. საზოგადოების ნაწილის პროტესტი 19 მაისს საკრებულოს სხდომაზე მათი მხრიდან მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხის მოწონებამ გამოიწვია. სხდომას 15 დეპუტატიდან 13 ესწრებოდა, საკითხს მხარი საკრებულოს ცხრა წევრმა დაუჭირა, მათ შორის იყვნენ ,,ქართული ოცნებისა” და  ,,ქართული პარტიის" და დამოუკიდებელი წევრები. 

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამზადებს კანონპროექტს, რომლის მიხედვით ის მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან, რომლებიც 2014 წელს გაიყვნენ.

„გორის საკრებულომ მიიღო ნაჩქარევი და მოღალატეობრივი გადაწყვეტილება“, - აღნიშნული განცხადება სოციალურ ქსელში  გორის მერის მრჩეველმა, შალვა ტლაშაძემ გააკეთა, იგი ერთ-ერთი იყო, რომელმაც 2013 წელს გორის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების შესახებ პეტიციას მოაწერა ხელი.
იმ დროისთვის პეტიციას ხელი მოაწერა საკრებულოს წევრმა დავით რაზმაძემაც, თუმცა მან  ოთხი  წლის შემდეგ ის პროექტი მოიწონა, რომელიც თვითმმართველი ქალაქის სტატუსის დაკარგვას ითვალისწინებს. 
 
,,იმ დროისთვის ,,რესპუბლიკურ პარტიაში" ვიყავი და ეს იყო კოალიციური გადაწყვეტილება. ამ სამმა წელმა მაჩვენა, რომ ვერ გაამართლა ამ მოდელმა და ამის გათვალისწინებით მოვიწონე ის კანონპროექტი, რომელიც გაყოფილი მუნიციპალიტეტების გაერთიანებას ითვალისწინებს", - განაცხადა ქ. გორის საკრებულოს  დამოუკიდებელმა წევრმა დავით რაზმაძემ.

გორში თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის ,,გორის საინფორმაციო ცენტრის“ თავმჯდომარე მიხეილ ჩიტაძე მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანება პოლიტიკური გადწყვეტილებაა, რომელიც არა თვითმმართველობის გაძლიერებას, არამედ დასუსტებას ითვალისწინებს.

გორში ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ, რომლითაც პარლამენტს მიმართავენ, რათა მხარი არ დაუჭირონ თვითმმართველობის იმ კანონპროექტს, რომელიც მუნიციპალიტეტების გამსხვილებას და შვიდი ქალაქის შემთხვევაში, თვითმმართველი ქალაქის სტატუსის დაკარგვას ეხება.

ახალი ამბები