კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტიძირში დედა-შვილი მოკლეს

13 ივნისი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

60 წლის მანანა და 33 წლის მერი ჯაფიაშვილები, წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით არიან მოკლულები. დედა-შვილის მკვლელობის ფაქტი, სავარაუდოდ, ორი დღის წინ, 11 ივნისს, სოფელ ტახტიძირში მოხდა. ცხედრები პირველად მეზობლებმა ნახეს და სამართალდამცველებს შეატყობინეს. ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს და საგამოძიებო ღონისძიებები განახორციელეს. 

შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 109-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 
მეზობლები და ახლობლები გარდაცვლილებს დადებითად ახასიათებენ, მათთვის მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალები უცნობია და, ამავე დროს, საეჭვოსაც ვერაფერს იხსენებენ.
 

ახალი ამბები