კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის საქალაქო სასამართლო-ერთგვაროვანი საქმეების განსხვავებული პრაქტიკა

11 ივლისი, 2017
 
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს საპატრიარქოს იურისტის   ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ მიმართული სამოქალაქო სარჩელი  დეკანოზ გიორგი მამალაძის პატივისა და ღირსების შელახვის საქმეზე წარმოებაში მიიღო, ხოლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა წინააღმდეგ მიმართული მსგავსი სარჩელის მიღებაზე უარს ამბობს.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა  სამოქალაქო სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა წინააღმდეგ და მოითხოვა  დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების  გამო, რაც გამოიხატა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევში, სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით  ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ  და პატივისა და ღირსების  შელახვის გამო მიყენებული მორალური  ზიანის ანაზრაურება. საქალაქო სასამართლომ სხვადასხვა მიზეზებით უკან დააბრუნა სარჩელი, რომელიც შესაბამისობაში იქნა მოყვანილი და კვლავ წარედგინა სასამართლოს. ამა წლის 26 ივნისის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ არ მიიღო სარჩელი  წარმოებაში და მიზეზად ახალი გარემოება დაასახელა- უკვე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ორმაგად გადახდა მოითხოვა. 

პარალელურად,  თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ მიმართული სარჩელი, სადაც ასევე მოთხოვნილ იქნა პატივისა და ღირების  შემლახველი განცხადებების გამო სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება  სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ და პატივისა და ღირსების შელახვის გამო მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად ბაჟიც მხოლოდ ერთიანი სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად  იქნა გადახდილი.

სამოქალქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილი განმარტავს, რომ არაქონებრივ დავასთან ერთად განიხილება მისგან წარმოშობილი ქონებრივ-სამართლებრივი დავა, დავის საგნის ფასი განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნის მიხედვით და არა მოთხოვნათა შეჯამებით.  ამდენად თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება ბრალდებულის მიერ გადახდილ იქნას ორმაგად უსაფუძვლოდ მიგვაჩნია  და ჩვენს მიერ უკვე გასაჩივრებულია სააპელაციო წესით.

სასამართლო ორგანოები უნდა ამკვიდრებდნენ ერთგვაროვან პრაქტიკას,  ხელს უწყობდნენ სადავოდ გამხდარი უფლების დაცვის ეფექტურ განხორციელებას და ამავდროულად განამტკიცებდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

სასამართლო ემსახურება თითოეული ინდივიდის სადავოდ გამხდარი უფლების დაცვას. სასამართლოში სარჩელის განხილვისას არცერთ მოქალქეს არ უნდა დარჩეს უსამართლობის განცდა და სასამართლომ ყველას უნდა მისცეს დარღვეული უფლების აღდგენის საშუალება.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ სარჩელის წარმოებაში მიღებას ამჯერად ხელოვნურად  ეშლება ხელი, ვინაიდან მოპასუხე მხარეებს საქართველოს მაღალი თანამდებობის პირები წარმოადგენენ. 

სააპელაციო სასამართლოს მივმართავთ რომ განიხილოს აღნიშნული საჩივარი და მიიღოს კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება, რადგან არ შეიძლება ერთსა და იმავე მოთხოვნების ერთგვაროვან საქმეებზე განსხვავებული პრაქტიკა არსებობდეს და მოქალაქეებს-მითუმეტეს  ბრალდებულს მოუწიოს სახელმწიფო ბაჟის ორმაგად გადახდა, როდესაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით აღნიშნული საკითხი დარეგულირებულია.

ახალი ამბები