კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის აპარატის გორის რეგიონული ოფისი გაქურდეს

20 ივლისი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

18 ივლისს სახალხო დამცველის აპარატის გორის რეგიონული ოფისის თანამშრომლებს შენობის  კარი გატეხილი დახვდათ. 

,,დილით კარი გატეხილი დაგხვდა, ოფისიდან კი ერთი პორტატული კომპიუტერი იყო წაღებული. შევატყობინეთ სამართალდამცველებს, რომლებმაც შემთხვევის ადგილზე ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები.  ათობით საქმე ინახებოდა კომპიუტერში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი სწავლობდა, რომელიც პერსონალურ ინფორმაციას შეიცავდა და მისმა რაიმე სახით გასაჯაროებამ შესაძლოა,  დააზიანოს განმცხადებლის ინტერესები“, -აცხადებს დალი ჯანიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის გორის რეგიონული ოფისიდან მხოლოდ ერთი კომპიუტერია წაღებული, შემთხვევის ადგილზე იყო მეორე კომპიუტერი და ფაქსის აპარატი.

შსს პრესსამსახურის ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის, მეორე ნაწილის  ბ პუნქტით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება ობიექტურად, ეფექტურად და სწრაფად ჩატარდება. 

ახალი ამბები