კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტები საოკუპაციო ხაზთან

22 ივლისი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი 

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო 19 ივლისს,  საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას გაეცნო. პრეზიდენტებმა ვიზიტი  საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისიდან დაიწყეს, საიდანაც  2008 წლის ომის შემდეგ აშენებული რუსული სამხედრო ბაზა მოჩანს.

მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა სტუმარ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

პეტრე პოროშენკომ და გიორგი მარგველაშვილმა  ახალგორის მუნიციპალიტეტიდან გორის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში გადაინაცვლეს.
,,ჩვენი ძალა და იმედი ხარ მაგრად რომ დგახარ", - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დავით ვანიშვილს, რომელიც ხურვალეთში ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს.

,,საღამოს  მოვლენ და უბედურებას დამაყრიან თქვენთან  შეხვედრის გამო”,-  უთხრა დავით ვანიშვილმა  გიორგი მარგველაშვილს და პეტრე პოროშენკოს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ვანიშვილი ამბობს, რომ მავთულხლართებთან მისვლას და საუბარს უკრძალავენ ე.წ. მესაზღვრეები.

გიორგი მარგველაშვილმა და პეტრე პოროშენკომ გამყოფ ხაზთან  რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებულმა რეგიონებმა თვის ქვეყანა და დონბასის რეგიონი გაახსენა.
"ეს არ არის ოკუპაციის ხაზი, ეს არ არის გამყოფი ხაზი, ეს არის უფსკრული წარსულსა და მომავალს შორის.

შეხედეთ ამ მოქალაქეს თვალებში, ეს არის რუსეთის აგრესიის შედეგი. ერთ მხარეს ჩვენ ვხედავთ აყვავებულ თბილისს, კურორტებს, ინვესტორებს, ბედნიერ ხალხს, ეკონომიკურ ზრდას, უვიზო რეჟიმს, ასოცირების შესახებ შეთანხმებას და მეორე მხარეს ჩვენ ვხედავთ ცრემლს, უფლებების დარღვევას, ხალხს, რომელსაც არ აქვთ სამედიცინო დახმარების მიღების უფლება. ჩვენთვის ეს არის უდიდესი მოტივაცია, რომ აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, როგორც უკრაინის ასევე საქართველოსი და ჩვენ ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ვიზიტის ფარგლებში ვარ აქ, რათა ვუთხრა ამ ხალხს, რომ ისინი მარტო არ არიან, ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ", - განაცხდა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ უკრაინელი ხალხის სახელით მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

"დღეს ოკუპაციის ხაზთან ვიმყოფებით ორი ქვეყნის, ორი ამაყი ხალხის პრეზიდენტი, რომლებიც არ ეგუებიან რუსეთის აგრესიას და არ ეგუებიან იმ ცინიზმს, რომლითაც რუსი სამხედროები ცდილობენ გატეხონ ჩვენი სიმტკიცე და მორალი, მაგრამ არც ქართველები, არც უკრაინელები არასდროს არ გამტყდარან.

მათ აქვთ ძალიან დიდი სიმტკიცე და აი ასეთი ოკუპაციის ხაზები დაინგრევა. დაინგრევა და გაერთიანდება ჩვენი სახელმწიფოები და იქნებიან ისეთივე სუვერენულები, ისეთივე დამოუკიდებლები, როგორც ამას აღიარებს ყველა სახელმწიფო მსოფლიოში - გარდა რუსეთისა”,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში 18 ივლისს ჩამოვიდა და ქვეყნა 20 ივლისს დატოვა.  

ახალი ამბები