00:16, Monday, 25.09.2017
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

#5 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული ქალი შიმშილობს

29.07.2017

 
25 ივლისიდან #5 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული თამარ ტალიკაძე შიმშილობს. პატიმარმა ადამიანის უფლებათა ცენტრს  წერილი გამოუგზავნა და ითხოვა მისი საჯარო გავრცელება.

თამარ ტალიკაძეს, რომელიც სასჯელს იხდის 2007 წლიდან, ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. იგი გასამართლებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი  ქმედებისთვის და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს 30 (ოცდაათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.   
 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის ,,ამნისტიის შესახებ” თანახმად განთავისუფლდა სსკ-ის 260-ე მუხლით დანიშნული სასჯელის-17 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან, ხოლო 262-ე მუხლით დანიშნული სასჯელი 20 წელი შეუმცირდა 1/3-ით. საბოლოოდ  თამარ ტალიკაძეს მოსახდელ სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლი და 4 თვე. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა  თამარ ტალიკაძის მიმართ წარმოებული სისხლის სამრთლის საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ საქმეზე გამოძიება წარმოებულია არაერთი დარღვევით, გარემოებათა  გამოკვლევა არ იყო ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. 

თამარ ტალიკაძის საქმე ახლიდან გადასინჯვის მოთხოვნით გაგზავნილია საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში.  

ადამიანის უფლებათა ცენტრი აქვეყნებს მსჯავრდებულ თამარ ტალიკაძის წერილის სრულ ვერსიას, სტილის დაცვით: „მოგახსენებთ, რომ ა.წ. 25 ივლისისდან ვაცხადებ უვადო შიმშილობას. ვითხოვ სახალხო დამცველთან, პროკურატურიდან ბატონ ირაკლი ნადარეიშვილთან, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტიდან ეკა ბესელიასთან, ბატონ მამუკა მდინარაძესთან, ბატონ ირაკლი კობახიძესთან, საქართველოს პრემიერ მინისტრის საპარლამენტო მდივანთან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან ბატონ კახი კახიშვილთან შეხვედრას. გთხოვთ, ჩემი შიმშილობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ პრესისა და ტელევიზიის ჟურნალისტებს“. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორი წესით უნდა მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევა?
პირდაპირი არჩევნების გზით (ხალხის მიერ) არაპირდაპირი არჩევნების გზით (საქართველოს პარლამენტის მიერ)

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2017 HRIDC