00:20, Monday, 25.09.2017
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საჯარო დებატები: „2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და უსაფრთხოების გამოწვევები“

31.07.2017

 ombudsman.ge 

28 ივლისს სახალხო დამცველმა მორიგი საჯარო დებატები გამართა ქალაქ გორში თემაზე - „2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და უსაფრთხოების გამოწვევები“. შეხვედრის მიზანი იყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულებების გამოძიების შესახებ საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა არასამთავრობო და სათემო აქტივისტებმა, გამყოფი ხაზის სოფლებსა და დევნილთა ჩასახლებებში მცხოვრებმა მოსახლეობამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. 

შეხვედრაზე სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ნათია კაციტაძემ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს როლსა და მის მიერ 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილი სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიების შესახებ ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი მონიტორინგს უწევს ეროვნულ დონეზე მიმდინარე გამოძიებას და განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება უსაფრთხოების პრობლემებს, რომელიც კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას აქვს. 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა ბექა ძამაშვილმა გამოძიების მიმართულებით  საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის ფორმატის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო გამოძიება და მისი შედეგები არა მხოლოდ სამართლებრივად, არამედ პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, შესაბამისად მთელი საზოგადოების კონსოლიდირებას საჭიროებს გამოძიების დასახმარებლად. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თამარ ავალიანმა (ადამიანის უფლებათა ცენტრი) და ნიკა ჯეირანაშვილმა (ICC-ის პროგრამის მენეჯერი ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო), ყურადღება იმ გამოწვევებზე გაამახვილეს, რომლის წინაშეც შეიძლება დადგეს სასამართლო გამოძიების პროცესში და ხაზი გაუსვეს დაზარალებულთა და მოწმეთა უფლებების და უსაფრთხოების მნიშვნელობას ამ პროცესში. 

სახალხო დამცველის საჯარო დებატები ევროკავშირის პროექტის მიერ „სახალხო დამცველის მხარდაჭერა II–ის“ ორგანიზებით იმართება და მასზე ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ქვეყანისთვის აქტუალურ თემებს განიხილავენ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორი წესით უნდა მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევა?
პირდაპირი არჩევნების გზით (ხალხის მიერ) არაპირდაპირი არჩევნების გზით (საქართველოს პარლამენტის მიერ)

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2017 HRIDC