11:16, Thursday, 14.12.2017
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

Web Portal on Human Rights in Georgia

Go
Advanced Search

NGO-ების მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრებს

25.07.2017
 
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებასა და წარმატებული რეფორმის შეჩერებაზე ადგილობრივი მოსახლეობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურიც, რომელმაც ვეტოს უფლება გამოიყენა და კონსტიტუციური და დემოკრატიული მექანიზმების გამოყენებით, საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას მოტივირებული შენიშვნები გაუზიარა.

კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ხელისუფლების მიერ ერთი თვის წინ მიღებული გადაწყვეტილება:

- აუარესებს ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხს, ვინაიდან შეიზღუდება როგორც ადგილებზე დასახლების საკითხების მოგვარების შესაძლებლობა, აგრეთვე, გართულდება მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში;

- შეზღუდავს ქალაქებისა და სოფლების სამომავლო განვითარებას, ვინაიდან ქალაქებისა და სათემო მუნიციპალიტეტებისთვის აღარ იარსებებს დამოუკიდებელი ბიუჯეტები, როგორც ძლიერი ინსტრუმენტი ადგილობრივი პრიორიტეტების განსაზღვრისა და საქალაქო და სასოფლო პრობლემების გადასაჭრელად;

- გამოიწვევს უთანასწორო პირობებს ქალაქისათვის, რადგან საკრებულოში, მუნიციპალიტეტის რამდენიმე ათეულ მაჟორიტართან ერთად, ქალაქიდან მაქსიმუმ 5 მაჟორიტარი იქნება წარმოდგენილი;

- შეასუსტებს საზოგადოებრივ კონსესუსს და საერთაშორისო მხარდაჭერას, რადგან ამ საკითხზე გადაწყვეტილება მოქალაქეებთან, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციების გარეშეა მიღებული. აღნიშნული ფაქტი კი ნეგატიურ გავლენას მოახდენს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო სარეიტინგო შეფასებებში;

- კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატიულობისა და სამართლიანობის ხარისხს, ვინაიდან ცესკოს მიერ გასაუქმებელ მუნიციპალიტეტებში შექმნილ საარჩევნო ოლქებში უკვე დაწყებულია პოლიტიკური პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ გამგებლობისა თუ მერობის კანდიდატთა წარდგენა, აგრეთვე, დამკვირვებელი ორგანიზაციების სარეგისტრაციოდ ნომინირება. შექმნილ ვითარებაში კი, საარჩევნო ადმინისტრაციებსა და სასამართლოს უწევთ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღება, რითაც პასიურ საარჩევნო უფლებას უზღუდავენ საარჩევნო სუბიექტებს და ქმნიან არაკონკურენუნარიან საარჩევნო გარემოს;

- წარმოშობს მმართველობითი ხასიათის პრობლემებს. 15 ივნისს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების აგვისტოს ბოლოს ამოქმედებით, დღეს არსებული 14 თვითმმართველი ერთეული (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) შეწყვეტს არსებობას და სწორედ აგვისტოს ბოლოდან იარსებებს 7 გაერთიანებული მუნიციპალიტეტი, ხოლო გაუქმებული მუნიციპალიტეტების ორგანოები – საკრებულოები, მერები და გამგებლები, შესაბამისი ადმინისტრაციებით სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იარსებებენ.

- წარმოშობს საბიუჯეტო პრობლემებს. აგვისტოს ბოლოსთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტის კანონში ისევ იარსებებს დღეს არსებული 14 მუნიციპალიტეტისთვის ცალ-ცალკე გათვალისწინებული გათანაბრებითი ტრანსფერი, რომელთა მიღებასა და ადმინისტრირებაზე უფლებამოსილი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – მუნიციპალიტეტები აღარ იარსებებს.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, გაიზიარონ საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და უარი თქვან ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის დამაზარალებელ გადაწყვეტილებაზე.

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“
  • სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი
  • რეგიონის განვითარების ცენტრი
  • მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი
  • ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი
  • საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
  • სამოქალაქო განვითარების სააგენტო
  • „კივიტას გეორგიკა“
  • საქართველოს მედია-კლუბი
  • სათემო განვითარების ცენტრი
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრი
  • სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
  • ადამიანის უფლებების ადვოკატირებისა და დემოკრატიის ფონდი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  • „მწვანე კავკასია“
  • საერთო სამოქალაქო მოძრაობა – „მრავალეროვანი საქართველო“
  • ქალები რეგიონის განვითარებისთვის
  • სტუდია „რე“
  • გორის საინფორმაციო ცენტრი (გორი)
  • კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი (გორი)
  • მეგობრობის ხიდი “ქართლოსი” (გორი)
  • „საუნჯე“ (ზუგდიდი)
  • ასოციაცია ,,დეა” (ზუგდიდი)
  • „ათინათი“ (ზუგდიდი)
  • დემოკრატ მესხთა კავშირი (ახალციხე)
  • ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი (ახალციხე)
  • ასოციაცია „ტოლერანტი“(ახალციხე)
  • საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (ოზურგეთი)
  • ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი – მცხეთა–მთიანეთის რეგიონული კომიტეტი (მცხეთა)
  • დუშეთის განვითარების ფონდი (დუშეთი)
  • ჩვენ – ჯანსაღი მომავლისთვის (წეროვანი)
  • ევროპა ჩვენი სახლია (ქუთაისი)
  • იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი “სპექტრი” (ქუთაისი)
  • ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი (ქუთაისი)
  • მთის განვითარების ცენტრი (სტეფანწმინდა)
  • ღირსეული სიბერე (ქობულეთი)
  • მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება (მარნეული)
  • კავშირი სამოქალაქო განვითარებისათვის (დუშეთი)
  • სთეფ ფორვარდი (ბათუმი)
  • ბოლნისის ენის სახლი (ბოლნისი)
  • სათემო ორგანიზაცია „ნუკრიანი
  • „მწვანე აკადემია“
  • მედიაცენტრი „კახეთი“
 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
Leave your comment
Your name:
Your comment:

Security code: Code
OTHER NEWS
POLL
Were the local government elections held democratically?
Yes No I do not have an answer

BLOG

Disbelief based on partiality Reality is different
In recent days, Campaign This Affects You has become more active for the society. A new slogan has appeared on the famous label
Detailed...
Fragile Peace in Balkans
Hungry Commission Members and Commission Chairpersons Angry with Observers in Batumi
Archive




EDITORIAL

Forgotten by government veterans
Every year, fewer and fewer veterans of the World War II meet the Victory Day. The society receives information about them only on
Detailed...
Villages of the Hopeless
What happened to Dream of Justice Revival?
Archive
THEMES
CATEGORIES

Copyright © 2004 - 2017 HRIDC