10:00, Friday, 18.08.2017
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

Web Portal on Human Rights in Georgia

Go
Advanced Search

საზოგადოებრივ მაუწყებელს ადამიანის უფლებათა ცენტრის სოციალური რგოლის საეთერო ბადეში განთავსება დაევალა

02.08.2017

 
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 27 ივლისს  დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის საჩივარი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ, სოციალური რეკლამის სტატუსით ვიდეორგოლის საეთერო ბადეში განთავსებასთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2017 წლის 30 მაისს  წერილით მიმართა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რითაც ითხოვა მიწოდებული აუდიო-ვიზუალური  მასალისათვის სოციალური რეკლამის სტატუსის მინიჭება და მაუწყებლის ეთერში განთავსება.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ წარდგენილი აუდიო-ვიზუალური  მასალა მიზნად ისახავდა ინფორმაციის მიწოდებას, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის უფასო იურიდიული სერვისის მიწოდების შესაძლებლობის შესახებ. ვიდეორგოლი თავისი შინაარსით მიმართული იყო საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისაკენ და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ.

მიუხედავად ამისა, 2017 წლის 12  ივნისს ადამიანის უფლებათა ცენტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლისგან მიიღო წერილი, რომლის თანახმადაც  ტელეკომპანიამ უარი განაცხადა წარდგენილი ვიდეომასალის სოციალური რეკლამის სტატუსით სამაუწყებლო ეთერში განთავსებაზე. ტელეკომპანიამ განაცხადა, რომ ვიდეორგოლს არ მიიჩნევდა სოციალურ რეკლამად. ამის გამო, საკითხის შესწავლისათვის ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

აღსანიშნავია, რომ ვიდეორგოლი, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არ მიიჩნია სოციალურ რეკლამად, სხვა ტელევიზიებმა (10-მა ტელევიზიამ) თავიანთ საეთერო ბადეში უპრობლემოდ განათავსეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
Leave your comment
Your name:
Your comment:

Security code: Code
OTHER NEWS
POLL
How should the president of Georgia be elected?
through elections (by the population) through indirect election (by the Parliament of Georgia)

BLOG

Disbelief based on partiality Reality is different
In recent days, Campaign This Affects You has become more active for the society. A new slogan has appeared on the famous label
Detailed...
Fragile Peace in Balkans
Hungry Commission Members and Commission Chairpersons Angry with Observers in Batumi
Archive




EDITORIAL

Forgotten by government veterans
Every year, fewer and fewer veterans of the World War II meet the Victory Day. The society receives information about them only on
Detailed...
Villages of the Hopeless
What happened to Dream of Justice Revival?
Archive
THEMES
CATEGORIES

Copyright © 2004 - 2017 HRIDC