00:19, Monday, 25.09.2017
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საზოგადოებრივ მაუწყებელს ადამიანის უფლებათა ცენტრის სოციალური რგოლის საეთერო ბადეში განთავსება დაევალა

02.08.2017

 
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 27 ივლისს  დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის საჩივარი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ, სოციალური რეკლამის სტატუსით ვიდეორგოლის საეთერო ბადეში განთავსებასთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2017 წლის 30 მაისს  წერილით მიმართა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რითაც ითხოვა მიწოდებული აუდიო-ვიზუალური  მასალისათვის სოციალური რეკლამის სტატუსის მინიჭება და მაუწყებლის ეთერში განთავსება.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ წარდგენილი აუდიო-ვიზუალური  მასალა მიზნად ისახავდა ინფორმაციის მიწოდებას, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის უფასო იურიდიული სერვისის მიწოდების შესაძლებლობის შესახებ. ვიდეორგოლი თავისი შინაარსით მიმართული იყო საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისაკენ და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ.

მიუხედავად ამისა, 2017 წლის 12  ივნისს ადამიანის უფლებათა ცენტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლისგან მიიღო წერილი, რომლის თანახმადაც ტელეკომპანიამ უარი განაცხადა წარდგენილი ვიდეომასალის სოციალური რეკლამის სტატუსით სამაუწყებლო ეთერში განთავსებაზე. ტელეკომპანიამ განაცხადა, რომ ვიდეორგოლს არ მიიჩნევდა სოციალურ რეკლამად. ამის გამო, საკითხის შესწავლისათვის ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

აღსანიშნავია, რომ ვიდეორგოლი, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არ მიიჩნია სოციალურ რეკლამად, სხვა ტელევიზიებმა (10-მა ტელევიზიამ) თავიანთ საეთერო ბადეში უპრობლემოდ განათავსეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორი წესით უნდა მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევა?
პირდაპირი არჩევნების გზით (ხალხის მიერ) არაპირდაპირი არჩევნების გზით (საქართველოს პარლამენტის მიერ)

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2017 HRIDC