10:06, Wednesday, 22.11.2017
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

შშმ მსჯავრდებული გავლენიან პატიმრებსა და პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში ადანაშაულებს

03.08.2017

 
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსჯავრდებული სოლომონ სეხნიაშვილი, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად მოძრაობა და გადაადგილდება ეტლით, აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. 

მსჯავრდებულის განცხადებით, გავლენიანი პატიმრები მის მოკვლას ცდილობდნენ, რაშიც მათ ხელს უწყობდნენ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები.    

მსჯავრდებული სოლომონ სეხნიაშვილი 24 ივლისს №18 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანეს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოათავსეს სამედიცინო ნაწილში. 26 ივლისს №17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საღამოს, როცა ყველა პატიმარი უნდა ყოფილიყო თავიანთ საკნებში, სხვა კორპუსიდან  სეხნიაშვილთან სამედიცინო ნაწილში გადავიდა ორი პატიმარი და აიძულებდნენ მას, შესულიყო თავის საკანში, სადაც მის მოკვლას გეგმავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სეხნიაშვილს უკვე გაფრთხილებული ჰყავდა დირექტორის მოადგილე, დაეცვათ მისი უსაფრთხოება, ინციდენტისას სამედიცინო ნაწილში ერთი საათის განმავლობაში არ ყოფილან არც უსაფრთხოების და არც სამედიცინო ნაწილის თანამშრომლები და სოლომონ სეხნიაშვილი მოძალადე პატიმრებთან მარტო იყო.

როგორც მსჯავრდებული აცხადებს, იგი მხოლოდ სათვალთვალო კამერებმა გადაარჩინა, რადგან ინციდენტი ხდებოდა კამერების წინ და პატიმრებმა ამის გამო ვერ შეძლეს მისი საკანში ძალით შეყვანა მოკვლის მიზნით. 

მსჯავრდებული აცხადებს, რომ მსჯავრდებულთა გარკვეულმა კატეგორიამ დაგეგმა მისი ლიკვიდაცია მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2“-ის გადაცემა „კურიერი P.S.“-ში მომზადდა სიუჟეტი მისი, როგორც შშმ მსჯავრდებულის პრობლემების შესახებ. სეხნიაშვილის ცნობით, ინციდენტისას მას მოძალადე მსჯავრდებულებმა უთხრეს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული პრობლემების შესახებ საზოგადოების ინფორმირება ეწინააღმდეგება ციხეში ჩამოყალიბებულ არაფორმალურ წესრიგს გავლენიან მსჯავრდებულებსა და ადმინისტრაციას შორის. სეხნიაშვილის თქმით, ამიტომ დაიგეგმა მისი ლიკვიდაცია და ამ მიზნით გადაიყვანეს იგი №17 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მასზე მსჯავრდებულებმა ისე განახორციელეს ზეწოლა, რომ ადმინისტრაციამ ინციდენტის პრევენცია არ მოახდინა. 

ინციდენტის შემდეგ სოლომონ სეხნიაშვილი კვლავ №18 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს, სადაც იგი არსებულ პირობებს უჩიოდა. მსჯავრდებულის დაბრუნებას დაემთხვა №18 პენიტენციური დაწესებულების პასუხისმგებელი პირების თანამდებობებიდან განთავისუფლება, რასაც მსჯავრდებული თავის ისტორიას უკავშირებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს: 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს,  მიიღოს პრევენციული ზომები და  მაქსიმალურად უზრუნველყოს მსჯავრდებულ სოლომონ სეხნიაშვილის უსაფრთხოება. ასევე ინციდენტის საქმეზე აწარმოოს დროული და ეფექტური მოკვლევა.  

საქართველოს მთავარ პროკურატურას, სოლომონ სეხნიაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და სიცოცხლის ხელყოფის მუქარის ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორი წესით უნდა მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევა?
პირდაპირი არჩევნების გზით (ხალხის მიერ) არაპირდაპირი არჩევნების გზით (საქართველოს პარლამენტის მიერ)

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2017 HRIDC