კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ატენის ხეობაში ტყე ორ ჰექტარ ფართობზე დაიწვა - გამგებელი გამოძიებას ითხოვს

29 აგვისტო, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი სოფელ ბოშურში გაჩენილი ხანძრის გამომწვევი მიზეზის გამოძიებას ითხოვს.  მიუხედავად იმისა, რომ გამგებელი ხე-ტყის უნებართვოდ  ჭრის ფაქტს და შემდგომ კვალის დაფარვის მიზნით ხანძრის გაჩენას გამორიცხავს, იგი მაინც საჭიროდ მიიჩნევე გამოძიების ჩატარებას.

,,მთის ფერდობზე, სადაც ხანძარი გაჩნდა,  იყო ახალგაზრდა ტყე და შესაბამისად გამოვრიცხავ ხე-ტყის უნებართვოდ მოპოვებას და შემდგომ კვალის დაფარვის მიზნით ხანძრის გაჩენას. ხანძარი, ალბათ, ჰაერის მაღალმა ტემპერატურამ  გამოიწვია, თუმცა გამოძიება უნდა ჩატარდეს და საბოლოდ მოხდეს ამის დაზუსტება”, - აცხადებს ონიაშვილი. 

შეგახსნებთ,  რომ  22 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოშურის მიმდებარედ წიწოვან ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორ  ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა. ხანძრის ჩაქრობის პროცესი ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიწყო, მათ შეურთდნენ მაშველები, ატენის ხეობაში ჩასული მოხალისეები და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.  

ადგილზე რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია იმყოფებოდა. ისინი  უშუალოდ იყვნენ ჩართულნი ხანძრის სალიკვიდაციოდ საველე ოპერაციებში.

მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ნახანძრალ ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე  ამ დრომდე რჩება, რომლებიც  ტერიტორიას თვალყურს ადევნებენ, რათა არ მოხდეს ხანძრის კერის გაღვივება.

ახალი ამბები