კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლაშა თორდიას საქმეზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა „პამ კლუბი“ სამართალდამრღვევად ცნო

7 სექტემბერი, 2017
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვის შედეგად, ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას საქმეზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა კაფე „პამ კლუბი“ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო.

2017 წლის 23 მაისს Facebook-ის და შემდგომ სხვადასხვა ვებგვერდების მეშვეობით თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფე „პამ კლუბში“ განხორციელებული ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების თაობაზე მედიით გავრცელებული ინფორმაციისა და ადამიანის  უფლებათა ცენტრის განცხადების საფუძველზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაიწყო შპს „პ.ა.მ.“-ის მიერ ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით პერსონალური  მონაცემების დამუშავების კანონიერების შემოწმება. 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიამ ვიდეოჩანაწერები მესამე პირს გადასცა მხოლოდ ერთხელ - 2016 წლის 27 დეკემბერს. ვიდეოჩანაწერები გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „პერონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველის კანონის დარღვევით.  შესაბამისად, შპს „პ.ა.მ“-ი ცნობილ იქნა ამავე კანონის 43-ე მუხლით (მონაცემთა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე დამუშავება) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად. სამართალდარღვევა ითვალისწინებს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ადამიანის უფლებათა ცენტრს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული ვიდეო შემდგომში კერძო პირის ხელში მოხვდა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, რადგან ვიდეო „პ.ა.მ.“-მის მიერ მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის იყო გადაცემული. ამადვროულად, გამოძიება კანონდარღვევით მოპოვებულ ვიდეოს ვერ გამოიყენებდა მტკიცებულებად და სავარაუდოდ, დაიგეგმა ვიდეო მტკიცებულების გავრცელება სოციალურ ქსელში, რათა ამის შემდგომ დართვოდა საქმეს მტკიცებულების სახით. 
 
ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. ორგანიზაციის იურისტები ახორციელებენ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოქმედებებს. ცენტრმა არაერთხელ გამოხატა შეშფოთება კონსტიტუციური სტატუსის მქონე პირის - გენერალური აუდიტორის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ფაქტის მიჩქმალვის მცდელობით, რაც იკვეთება საგამოძიებო ორგანოების განცხადებებიდან და თანმდევი მოვლენებიდან. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი 

ახალი ამბები