კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კასპში ნაცემი ირაკლი ბუთხუზის უფლებებს ადამიანის უფლებათა ცენტრი დაიცავს

13 სექტემბერი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისის იურისტი ალექსი მერებაშვილი კასპის პოლიციის განყოფილებაში ირაკლი ბუთხუზის საქმეზე დაწყებულ გამოძიების შედეგებს გაცნო.  25 აგვისტოს მომხდარ შემთხვევას, დაზარალებულის შეფასებით, შსს-ს კასპის სამმართველოში სათანადო რეაგირება არ მიეცა. ამ გარემოების გათვალისწინებით, საქმეში არასამთავრობო ორგანიზაცია ჩაერთო.

როგორც დაზარალებული Humanrights.ge-სთან საუბრისას ყვება, 25 აგვისტოს, საღამოს საათებში,  მას სასტიკად გაუსწორდნენ.

,,სამი კაცი მცემდა და მათგან ერთი იყო გურამ ნარაიძე, დანარჩენი ორი ჩემთვის უცნობი იყო. ნაცემ მდგომარეობაში მატარებლის ლიანდაგზე დამაგდეს, კიდევ კარგი, იმ დროს მატარებელმა არ გამოიარა", - აცხადებს ირაკლი ბუთხუზი.
 
დაზარალებულის მეუღლის თქმით,  ცემის ფაქტზე თავდაპირველად გამოძიების დაწყება ჭიანურდებოდა, გამოძიების დაწყების შემდეგ კი - ნაცემი მამაკაცისთვის ექსპერტიზის ჩატარება. 

,,ჩემი მეუღლე დასისხლიანებული ვნახეთ ლიანდაგზე დაგდებული. ახლა უკვე ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს, რომ დააკავონ გურამ ნარაიძე, რომელმაც აღიარა დანაშაული. ნარაიძე მოდის ჩვენს უბანში, გვაგინებს და გვემუქრება. ადრე ჩემი მეუღლე და გურამ ნარიძე მეგობრობდნენ,ბავშვის ნათლია უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბოლოს დაეძაბათ ურთიერთობა და ჩემს ქმარს სასტიკად გაუსწორდა", - აცხადებს დაზარალებულის მეუღლე მადონა ბლიაძე.

 მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი კასპის პოლიციაში იმყოფებოდა და საქმის გამოძიებით დაინტერესდა, ერთ საათში, საქმის გამომძიებელი პოლიციელი  დაზარალებულ ირაკლი ბუთხუზს დაუკავშირდა და  იგი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.

შსს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 136-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.  ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ალექსი მერებაშვილი საგამოძიებო მასალების სრულყოფილად გაცნობის შემდეგ არ გამორიცხავს, რომ  საქმის გადაკვალიფიცირება მოითხოვოს, რადგან მისი თქმით, პოლიცია საქმეს გაცილებით მსუბუქი მუხლით იძიებს, ვიდრე დანაშაულია ჩადენილი.

ახალი ამბები