19:06, Friday, 15.12.2017
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სახალხო დამცველის წინადადება მთავარ პროკურორს სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ

09.10.2017

 
2017 წლის 26 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს ბრალდებულ ს.მ.-ს მიმართ პოლიციელების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ.

თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში და პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებთან შეხვედრისას ბრალდებულმა განაცხადა, რომ 2017 წლის 22 სექტემბერს დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში აღიარებითი ჩვენების მიცემის მიზნით განახორციელეს ფიზიკური ძალადობა. თავდაპირველად თავის არეში დაარტყეს, შემდეგ თავზე ჩამოაცვეს პარკი და კისერთან ისე მოუჭირეს, რომ სუნთქვა გაუჭირდა. პარკი მხოლოდ მაშინ მოხსნეს, როცა აღიარებითი ჩვენების მიცემას და ოქმზე ხელმოწერას დათანხმდა. მისი მტკიცებით, პოლიციელი ურტყამდა თავის არეში ფეხსაცმელებით. ასევე, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების გაუპატიურებით, ცემის დროს გონებაც დაკარგა.

თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში, ასევე, პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში შესახლებისას ბრალდებულს აღენიშნებოდა დაზიანებები.  ბრალდებულმა  განმარტა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში დაზიანებების აღწერისას მათი წარმოშობის მიზეზის წერილობითი ფორმით დაფიქსირებაზე შიშის გამო განაცხადა უარი. ამასთან, ს.მ.-ს თქმით, პოლიციის განყოფილებაში განხორციელებული ძალადობის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს და ეფექტიანად აწარმოოს საქართველოს პროკურატურამ. ასევე, დანიშნოს და ჩაატაროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ბრალდებულის სხეულზე არსებული დაზიანებების იდენტიფიცირების, მათი წარმოშობის მექანიზმისა და ხანდაზმულობის დადგენის მიზნით.

ორიგინალი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ჩატარდა თუ არა თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიულად?
კი არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2017 HRIDC