14:08, Thursday, 23.11.2017
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადამიანის უფლებათა ცენტრი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდება

21.10.2017

 
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს ორ რეგიონში აკვირდება: კახეთში - საგარეჯოს, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში;  შიდა ქართლში - გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში.

საარჩევნო უბნებზე არჩევნებს ასევე აკვირდებიან და აშუქებენ ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტგამოცემის - humanrights.ge-სა და ვიდეოპორტალის - hridc.tv-ს ჟურნალისტები. დამკვირვებელთა და ჟურნალისტთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია არჩევნების მიმდინარეობისა და აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ოპერატიულად ქვეყნდება ორგანიზაციის ფეისბუკ-გვერდსა და ინტერნეტ-გაზეთში - www.humanrights.ge, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ასევე - მიეწოდება სხვადასხვა მედიასაშუალებებს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 25 დამკვირვებლით აკვირდება. კახეთში ორგანიზაციის მობილური ჯგუფებისა და სტაციონარული მონიტორების დაკვირვების არეალშია საგარეჯოსა და თელავის ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლები, ასევე - პანკისის ხეობა, სადაც ქისტები და ჩეჩნები ცხოვრობენ. შიდა ქართლის საარჩევნო უბნებს ცენტრის მობილური ჯგუფის წევრები და სტაციონარული მონიტორები აკვირდებიან გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებიში, როგორიცაა: ტყვიავი, ტირძნისი, ნიქოზი და ა.შ.

მონიტორები საარჩევნო პროცესს უბნის გახსნიდან ხმების დათვლის პროცედურების დასრულებამდე და საბოლოო ოქმის შევსებამდე დააკვირდებიან. დარღვევების თაობაზე საჩივრები მომზადდება, როგორც საუბნო, ისე საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიებისთვის, საჭიროების შემთხვევაში - სასამართლოსთვის. დამკვირვებლები ბოლომდე მიჰყვებიან ყველა პროცესს საბოლოო შედეგის მიღებამდე. 
არჩევნების შემდეგ, დაკვირვებისას აღმოჩენილ დარღვევებზე და სხვა მიგნებებზე ადამიანის უფლებათა ცენტრი გამოაქვეყნებს ორენოვან ანგარიშს. მასში დასკვნის სახით შევა რეკომენდაციები როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე საქართველოს პარლამენტისა და შესაბამის უწყებების მიმართ. გარდა ამისა, ვიდეოპორტალი hridc.tv მოამზადებს ფილმს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თაობაზე.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგს ადამიანის უფლებათა ცენტრი ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით ახორციელებს.

მონიტორინგის გზით, ადამიანის უფლებათა ცენტრი შეაფასებს საარჩევნო პროცესის შესაბამისობას საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებთან, ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას რეგიონებში პოლიტიკურ პროცესებზე და  შერჩეულ საარჩევნო უბნებში უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის  გამჭვირვალობას. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორი წესით უნდა მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევა?
პირდაპირი არჩევნების გზით (ხალხის მიერ) არაპირდაპირი არჩევნების გზით (საქართველოს პარლამენტის მიერ)

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2017 HRIDC