14:09, Thursday, 23.11.2017
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს პროკურატურას, შეწყვიტოს ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატებზე ზეწოლა

21.10.2017

 
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ლომიძე პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვაზე დაიბარა. იგი ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით დაიკითხება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს ე.წ. ციანიდის საქმეში  ჩართული  ადვოკატების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტის ჯერ პროკურატურაში, შემდგომ კი მაგისტრატ მოსამართლესთან დაბარებასთან დაკავშირებით. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი იზიარებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პოზიციას, რომ არ შეიძლება, ადვოკატი მოწმედ დაიკითხოს იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც ის მონაწილეობდა როგორც ადვოკატი, რასაც ადვოკატთა შესახებ კანონის 38.3 მუხლი და სსსკ 50-ე მუხლი განმარტავს. 

ადვოკატთა შესახებ კანონის 38.6 მუხლისა და ადვოკატთა ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, კონფიდენციალურია ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რაც ადვოკატმა მიიღო კლიენტისაგან ან/და მისთვის ცნობილი გახდა პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს. ამასთან, მნიშვნელოვანია ადვოკატთა როლის შესახებ გაეროს ძირითადი პრინციპების გათვალისწინება. კერძოდ, მე-16 მუხლის თანახმად, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს ადვოკატების მიერ თავიანთი პროფესიული ფუნქციების განხორციელება დაშინების, დაბრკოლების, ღირსების შელახვისა და არასათანადო ჩარევის გარეშე

უშუალოდ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრი პირველივე დღიდან მოითხოვდა მთავარი პროკურატურისაგან, გაეთავისუფლებინა დაკავებული დეკანოზი და მისი ადვოკატები გაუთქმელობის ვალდებულებისაგან, რადგან ეს ვალდებულება არათანაბარ მდგომარეობაში აყენებდა დაცვის მხარეს.  

ადვოკატების მიმართ პროკურატურის მხრიდან განხორციელებული საპროცესო მოქმედებები, იმ დროს, როცა ადვოკატებს თავიდანვე ჰქონდათ აკრძალული საქმეზე ინფორმაციის გახმაურება, ხოლო პროკურატურის მხრიდან ადგილი ჰქონდა ამ საქმის მასალების მასმედიით არაერთხელ გასაჯაროებას, შეიძლება, განხილულ იქნას, როგორც დაცვის მხარის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა. ასეთ შემთხვევაში, პროკურატურა ვალდებულია, თავადაც დაიცვას ინფორმაცია გახმაურებისაგან. გაუთქმელობის ხელწერილი არ უნდა აყენებდეს არათანაბარ მდგომარეობაში მხარეებს და არ უნდა აყენებდეს ეჭვქვეშ მიუკერძოებელ სამართალწარმოებას. 

მიგვაჩნია, რომ პროკურატურის ხელთ არსებული საპროცესო შესაძლებლობების გამოყენებით ხდება დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებზე ზეწოლა, რაც ეწინააღმდეგება მხარეთა თანასწორობის პრინციპს და მართლმსაჯულების ინტერესებს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს ხელისუფლებას და პროკურატურას, გაიაზროს ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო რეგულაციებით ნაკისრი ვალდებულებები და უზრუნველყოს ადვოკატთა პროფესიული საქმიანობა  ზეწოლისა თუ რაიმე სახის უკანონო ჩარევის გარეშე.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორი წესით უნდა მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევა?
პირდაპირი არჩევნების გზით (ხალხის მიერ) არაპირდაპირი არჩევნების გზით (საქართველოს პარლამენტის მიერ)

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2017 HRIDC