14:08, Thursday, 23.11.2017
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება სახალხო დამცველის შესარჩევ პროცესთან დაკავშირებით

21.10.2017

 
გვინდა, გამოვეხმაუროთ სახალხო დამცველის შერჩევასთან დაკავშირებულ განცხადებებს და მოვუწოდოთ საქართველოს პარლამენტს ქვეყნის მთავარი უფლებადამცველის შერჩევისას უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა.
 
ყველასთვის ცნობილია, რომ კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატურის ფორმალური დასახელების უფლება მხოლოდ საპარლამენტო ფრაქციასა და ფრაქციებს მიღმა დარჩენილ არანაკლებ 6 დეპუტატს შეუძლია. ამის მიუხედავად, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ყოველთვის მონაწილეობდნენ იმ დისკუსიებსა და განხილვებში, რომლებიც სახალხო დამცველის არჩევას თან სდევდა.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტი დაიწყებს სახალხო დამცველის შერჩევის პროცესს. მიგვაჩნია, რომ ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება დაინტერესებულ პირთა მონაწილეობა. არაერთი დოკუმენტი, მათ შორის, პარლამენტის ღია მმართველობის სამოქმედო გეგმა, ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ასეთი დაპირებები კი მნიშვნელობას ისეთი პროცესის დროს იღებს, როგორც სახალხო დამცველის არჩევაა.

შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტსა და, განსაკუთრებით, საპარლამენტო უმრავლესობას უზრუნველყოს უფლებადამცველი ორგანიზაციების, უნივერსიტეტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა სახალხო დამცველის არჩევის პროცესში.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
 
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  • სამოქალაქო განვითარების სააგენტო (Cida)
  • ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  • ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • ლიბერალური აკადემია
  • მრავალეროვანი საქართველო (PMMG)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორი წესით უნდა მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევა?
პირდაპირი არჩევნების გზით (ხალხის მიერ) არაპირდაპირი არჩევნების გზით (საქართველოს პარლამენტის მიერ)

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2017 HRIDC