კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს

28 ნოემბერი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ყოფილი თანამშრომელი ია ქურდაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს. ქურდაძის თქმით, მას ხელშეკრულება იმის გამო აღარ გაუგრძელეს, რომ თვითმმართველობის არჩევნების დროს დამოუკიდებელი მერობის კანდიდატის, რამაზ ნოზაძის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.

,,ჩემი გათავისუფლება მოხდა პოლიტიკური ნიშნით. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გურასპაშვილმა ვერ მაპატია, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტიიდან, ხელმეორედ,  მისი კანდიდატურის დაყენების წინააღმდეგი წავედი, ხოლო როდესაც ,,ქართულმა ოცნებამ" ისევ გურასპაშვილზე გააკეთა არჩევანი, მე დავრჩი პარტიის წევრად, თუმცა დამოუკიდებელი მერობის კანდიდატის რამაზ ნოზაძის საარჩევნო შტაბს ვხელმძღვანელობდი. არჩევნების მეორე ტური სწორედ გურასპაშვილსა და ნოზაძეს შორის გაიმართა და მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ გურასპაშვილმა იმ კადრების გათავისუფლება დაიწყო, რომლებიც მას არ უჭერდნენ მხარს. გურასპაშვილის დავალება საკრებულოს თავმჯდომარემ მიხელ ჯანაშვილმა მოიყვანა სისრულეში და სამსახურიდან გამათავისუფლა",  - აცხადებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ყოფილი თანამშრომელი ია ქურდაძე.
ქურდაძის ბრალდებებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, მიხეილ ჯანაშვილმა, უპასუხა. იგი პოლიტიკურ დევნას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ია ქურდაძის გარდა ​ აპარატის კიდევ ორ თანამშრომელს შეუწყდა ხელშეკრულება.

,,ამ ეტაპზე, სამ ადამინს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება. ზოგს ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო და ნაწილს კომისიების ახალი შემადგენლობით დაკომპლექტების გათვალისწინებით",- აღნიშნა მიხეილ ჯანაშვილმა.

საკრებულოს აპარატის ყოფილი თანამშრომელი ია ქურდაძე, ხაშურის თვითმმართველობაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, კლანური მმართველობის ნიშნებს ხედავს და აცხადებს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე, კონტროლის ნაცვლად, მერის უკანონო დავალებებს ასრულებს.

ახალი ამბები