კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პენიტენციური დაწესებულებიდან ომბუდსმენის ცხელ ხაზზე დარეკვის უფლება არაკანონიერად ეზღუდება

29 ნოემბერი, 2017
 
ე. წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზს, გიორგი მამალაძეს #9 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე დარეკვის უფლება არ მისცა.  

როგორც გიორგი მამალაძემ ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტთან შეხვედრისას განაცხადა, 13 ნოემბერს მან სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე (1481) დარეკვა მოითხოვა, რაზეც #9 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილემ და თანამშრომელმა უარი უთხრეს იმ მოტივით, რომ მას ამოწურული ჰქონდა სამი ზარის განხორციელების ლიმიტი. იმავე დღეს მსჯავრდებულმა წერილობით მიმართა დაწესებულების დირექტორს და მოითხოვა წერილობითი განმარტება.

13 ნოემბრით დათარიღებული საპასუხო წერილით (#61700894211), #9 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა, ზაზა ჯამატაშვილმა მსჯავრდებულს სატელეფონო ზარის განხორციელებაზე უარის საფუძვლად მიუთითა, რომ მას ამოწურული ჰქონდა საკუთარი ხაჯრით ტელეფონით სარგებლობის თვიური ლიმიტი, კერძოდ - განხორციელებული ჰქონდა სამი ზარი, თითოეული არაუმეტეს 15 წუთისა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი დაუშვებლად მიიჩნევს პენიტენციური დაწესებულების მხრიდან მსჯავრდებულისთვის სახალხო დამცველის ცხელი ხაზის ნომერზე დარეკვის შეზღუდვას ლიმიტის ამოწურვის მიზეზით. ზოგიერთ პენიტენციურ დაწესებულებაში გამოკრულია კიდეც ინფორმაცია, რომ თვეში სამი ზარის ლიმიტი არ ეხება სახალხო დამცველის ოფისის ტელეფონის ნომრებზე, მათ შორის - ცხელ ხაზზე  დაკავშირებას.

პატიმრობის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, მსჯავრდებულს უფლება აქვს: გ) ერთი თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 3 სატელეფონო საუბარი, თითოეული არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით - ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული - არა უმეტეს 15 წუთისა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ თვეში სამი ზარის ლიმიტში არ შეიძლება შედიოდეს სახალხო დამცველის ცხელი ხაზის ნომერი, რომელზე დარეკვაც პატიმრისთვის შესაძლოა, საჭირო გახდეს გადაუდებელი აუცილებლობისას, მაგალითად - თუკი მსჯავრდებული ჩივის პენიტენციურ დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობის შესახებ ან სხვა კანონიერი საჭიროებიდან გამომდინარე და სურს სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე დაკავშირება. ასეთ შემთხვევაში, გამოდის, რომ თუკი თვეში სამი სატელეფონო ზარი განხორციელებული აქვს, მსჯავრდებულს ერთმევა შესაძლებლობა, დაუკავშირდეს სახალხო დამცველს გადაუდებელი წესით.

როგორც #9 პენიტენციური დაწესებულების პრაქტიკიდან ირკვევა, დაწესებულების დირექცია არასწორად განმარტავს რეგულაციას, რომელიც თვეში სამი ზარის განხორციელების ლიმიტს ეხება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ ეს რეგულაცია არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ დაირღვეს პატიმრის ფუნდამენტური უფლებები. თვეში სამი ზარის ლიმიტი უნდა ეხებოდეს მხოლოდ გეგმიურ ზარებს და არა სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე გადაუდებელი წესით დარეკვას. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს:

 #9 პენიტენციურ დაწესებულებას, მიეცეს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე შეუზღუდავად და დაუბრკოლებლად დაკავშირების უფლება;
 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, რეაგირება მოახდინოს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის უფლების დარღვევის ფაქტზე;

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები