კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მედიის ინსტიტუტის განცხადება უკრაინაში „რუსთავი 2“-ისა და ტვ „პირველის“ ჟურნალისტების საქმიანობის ხელის შეშლის თაობაზე

7 დეკემბერი, 2017
 
არასამთავრობო ორგანიზაცია მედიის ინსტიტუტი ეხმაურება 5 დეკემბერს საღამოს   უკრაინაში, ბორისპოლის აეროპორტში განვითარებულ მოვლენებს და შეშფოთებას გამოხატავს, რომ საქართველოს ტელეკომპანიების - „რუსთავი 2“-ისა და ტვ „პირველის“ ჟურნალისტები არ შეუშვეს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებმა წარადგინეს ყველა საჭირო დოკუმენტაცია.  
 
შემაშფოთებელია, რომ ჟურნალისტებს, სავარაუდოდ, მიზანმიმართულად შეუშალეს ხელი საქმიანობის განხორციელებაში.

მედიის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საელჩოს უკრაინაში, განმარტონ, რა მოხდა ბორისპოლის აეროპორტში და რა ღონისძიებები გაატარეს ჟურნალისტების ქვეყანაში დაუყონებლივ შესვლისთვის. 
 
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გაშუქება და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება თანაბრად შეძლოს საქართველოს ყველა მაუწყებლის გადამღები ჯგუფი. 

მედიის ინსტიტუტი

საკონტაქტო ინფორმაცია: 
790 200 001
598 46 70 70 - ლანა გიორგიძე


ახალი ამბები