19:36, Friday, 22.06.2018
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სირიაში პანკისელი გიორგი მარგოშვილი (ფეიზულა კუშტანაშვილი) დაიღუპა

22.12.2017

ფეიზულა კუშტანაშვილი
 
Reginfo.ge

სირიაში, საქართველოს მოქალაქე, პანკისის ხეობის მკვიდრი, 1978 წლის 7 დეკემბერს დაბადებული გიორგი მარგოშვილი (იგივე ფეიზულა კუშტანაშვილი) დაიღუპა. ოჯახის წევრებმა მისი გარდაცვალება დაადასტურეს და სოფელ დუისში სამძიმარს იღებენ. გიორგი მარგოშვილს პანკისში მშობლები, ძმა და სამი შვილი დარჩა. მისი მეუღლეც სირიაშია.

გიორგი მარგოშვილი ლაფანყურის სპეცოპერაციის მონაწილეა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ის ერთ-ერთი წევრი იყო 2012 წლის აგვისტოს ბოლოს ლოპოტას ხეობაში შესული 17 კაციანი შეიარაღებული ჯგუფისა, რომელიც დაღესტანში გადასვლას ცდილობდა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ჯგუფის 7 წევრის ლიკვიდაცია განხორციელდა, 10 კი ცოცხალი გადარჩა. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მანსურ შუდინოვი თავის ჩვენებაში, რომელიც მან სოციალურ ქსელებში გაავრცელა, ამბობს, რომ სწორედ ფეიზულას ევალებოდა ლოპოტას ხეობიდან შეიარაღებული ჯგუფის საქართველო-დაღესტნის საზღვრამდე მიყვანა. 

ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ, შეიარაღებული ჯგუფის ცოცხლად გადარჩენილმა წევრებმა საქართველოს ტერიტორია ვალეს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს ხელისუფლების დახმარებით დატოვეს და თურქეთში გადავიდნენ. 

ჯგუფის რამდენიმე წევრი 2013 წელს სირიაში გადავიდა და სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო.

ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი მარგოშვილი (იგივე სალაჰუდინ შიშანი) სირიაში დაჯგუფება „ჯეიშ-ალ-მუხაჯირინ ვალ-ანსარს“ სათავეში 2013 წლის ბოლოს ჩაუდგა, მას შემდეგ, რაც მისი ყოფილი მეთაური აბუ უმარ ალ-შიშანი (თარხან ბათირაშვილი) თავის მებრძოლების ნაწილთან ერთად ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა და ჩრდილოეთის ფრონტის მეთაურად დაინიშნა. 2015 წლის სექტემბერში YouTube-ში გავრცელდა ვიდეომიმართვა, სადაც სალაჰუდინ შიშანი საკუთარ თავს და მხარდამჭერებს სირიაში „კავკასიის ემირატის“ მუჯაჰედებს უწოდებდა.

2015 წლის ოქტომბერში სალაჰუდინ შიშანი და მისი მომხრეები გამოეყვნენ „ჯეიშ-ალ-მუხაჯირინ ვალ-ანსარს“. დაჯგუფებაში დარჩენილი მებრძოლები, ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიელები, შეუერთდნენ „ჯებჰატ ალ ნუსრას“, რომელიც როგორც სირიის ხელისუფლების, ისე ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძვის.

სირიაში ყოფნის პერიოდში გიორგი მარგოშვილმა პანკისიდან მეუღლეც წაიყვანა.

პანკისის სათემო რადიოს მონაცემებით, სირიაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 26 პანკისელი ემსხვერპლა.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები სახალხო დამცველის მოადგილეს გიორგი ბურჯანაძეს შეხვდნენ
სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო მეგობრის მოსაზრებით მიმართა
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოდან ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
გურჯაანში ვასო მაისურაძის ცემის საქმეზე სლოტ კლუბის დაცვის თანამშრომლები დააკავეს
ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემისა და ე. წ. ციანიდის საქმე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა
არქივი
გამოკითხვა
ემხრობით თუ არა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას?
კი არა არ ვიცი

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2018 HRIDC