კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

2017 წლის შემაჯამებელი შეხვედრა ერგნეთში

22 დეკემბერი, 2017

 

  ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

19 დეკემბერს,  ერგნეთში, ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, გამართულ 2017 წლის  შემაჯამებელ შეხვედრაზე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დავით ბაშარულის გარდაცვალების საქმეზე ეფექტური გამოძიება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. 

დავით ბაშარული 2014 წლის ივნისში გაუჩინარდა, ხოლო 2015 წლის დასაწყიში ოკუპირებულ ახალგორის რაიონის ერთერთ სოფელში გარდაცვლილი იპოვეს. 

,,ამ საქმეში ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, რაც ცხადია, არის ჩვენი ინტერესის საგანი და ჩვენ კვლავაც დავსვით შეხვედრაზე ეს კითხვები. უნდა მოხდეს ამ საქმის გამჭვირვალე გამოძიება და ცხადია ყველა პასუხგაუცემელ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი",  - განცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სუს-ის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ.

ქემოკლიძის თქმით, წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე რეგიონში სიმშვიდის და უსაფრთხოების დარღვევის შესახებაც ისაუბრეს, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნებს უკავშირდება.

,,ჩვენი მონაცემებით, 2017 წლის მანძილზე, დახლოებით, 25 სამხედრო წვრთნა ჩატარდა, რომელშიც ჩართული იყო მე–4 სამხედრო ბაზა, დიდძალი რაოდენობა სამხედრო ტექნიკა და ასევე ცოცხალი ძალა, რაც არის რეგიონში სიმშვიდის და უსაფრთხოების დარღვევა. ასევე ვისაუბრეთ ბორდერიზაციის უკანონო პროცესზე, რომელიც კვლავაც აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას, ბორდერიზაციის შედეგად შექმნილია კონკრეტული პრობლემები საოკუპაციო ხაზზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე და აუცილებელია ამ უკანონო, ხელოვნური ბარიერების მოშლა", - აღნიშნა ქემოკლიძემ.

ოსური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მურად ჯიოევმა, შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის განადგურების  შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთქვა,  რომ მსგავსი ფაქტი აღარ დაფიქსირდება. 

,,განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია წინა შეხვედრის შემდეგ საქართველოს მხრიდან დაფიქსირებულმა სროლის ფაქტმა. შეხვედრის ყველა მონაწილემ აღვნიშნეთ, რომ ასეთი ფაქტები დაუშვებელია, რადგან მათ სიტუაციის გართულება შეუძლიათ", - განაცხადა ჯიოევმა.

19 დეკემბრის მონაცემებით, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, ცხინვალის წინასწარი მოთავსების იზოლატორში საქართველოს ორი მოქალაქეა დაკავებული. ერგნეთში,  ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომდევნო  შეხვედრა 2018 წლის 24 იანვარს გაიმართება.

ახალი ამბები