კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მედიის ინსტიტუტი ზვიად რატიანის დაკავების კადრების გავრცელებას ეხმიანება

29 დეკემბერი, 2017
 
მედიის ინსტიტუტი შეშფოთებულია პოეტ ზვიად რატიანის დაკავებისა და მისი დაკავების კადრების საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერით გავრცელების გამო.

მედიის ინსტიტუტს მიაჩნია, რომ დაკავების კადრების გავრცელებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაარღვია ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპი, რაც კონსტიტუციითაა აღიარებული. 

გუშინ, ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ და ვებსაიტის რედაქტორმა ირინა დეკანოიძემ ქარტიის პირველი და მეათე პრინციპები დაარღვიეს. 

პრინციპი 1.
ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

პრინციპი 10.

ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.

მედიის ინსტიტუტი იზიარებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებას და მიიჩნევს, რომ პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე არ იყო საზოგადოების მაღალი ინტერესი, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კი, არ იხელმძღვანელა ჟურნალისტური პრინციპებით, რაც ეჭვს აჩენს, რომ მაუწყებელმა გაითვალისწინა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია და ეცადა სამართალდამცავების მიერ განხორციელებული ქმედების გადაფარვას. 

გარდა იმისა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაარღვია ჟურნალისტიკის პრინციპები, მოხდა მათ მიერ გავრცელებული კადრების ონლაინ მედიაში ტირაჟირება. რაც გულისხმობს იმას, რომ ონლაინ გამოცემებმა, რომლებმაც გაავრცელეს ზვიად რატიანის დაკავების კადრები, დაარღვიეს ქარტიის პირველი და მეათე პრინციპები.

თავის მხრივ, აღნიშნული ვიდეოს გავრცელებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაარღვია საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. სამართალდამცავებმა მოქალაქის დაკავების ფაქტი გადაიღეს პერსონალური მობილური ტელეფონით და არა  - კანონით დადგენილი სამხრე კამერებით, რის ვალდებულებაც ჰქონდათ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პოლიციელების მიერ მობილურით გადაღებული ვიდეო არასრულია და არ ასახავს პოეტის დაკავების ფაქტს.

23 დეკემბერს, საპოლიციო კონტროლის ფარგლებში, სამართალდამცველებმა პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს. რატიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შსს-ში კი აცხადებენ, რომ ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში, წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცავებს, რითაც არ აძლევდა მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ზვიად რატიანის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობით გადამეტების ფაქტზე.

ახალი ამბები