14:27, Tuesday, 20.02.2018
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კონცერტი გისოსებს მიღმა

12.02.2018

 
ნათია გოგოლაშვილი

"როდესაც მზერა ჯერ იმედისგან იცლება და მერე შიშით ივსება, მაშინ აცნობიერებ, რომ პატიმარი გქვია..." მაშინ "ამ კედლებში ჩერდება ჟამიც"... და "ციხის მიღმა მიდიან დაღუპული სიცოცხლის დღეები", "გისოსებს მიღმა კი, სულის კივილი ისმის"... და, მაინც, იმედი გაქვს, რომ "ერთხელაც ცხადში, არა სიზმარში, რომ გაიღება ეს რკინის კარი"... 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულმა ქალებმა ღონისძიება სახელწოდებით "მოდიოდა ნინო მთებით" გამართეს, რომელიც წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით ჩატარდა. 

საღამოზე მსჯავრდებულებმა წმინდა ნინოს ცხოვრება გაიხსენეს, წაიკითხეს ლექსები, მუსიკალური და პანტომიმის ნომრებიც შეასრულეს. ქალმა პატიმრებმა, ფაქტობრივად, ვირტუალურად გაარღვიეს ციხის კედლები და საქართველოს ყველა რეგიონში გვამოგზაურეს.

ღონისძიებას სასულიერო პირები, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, მწერალთა კავშირის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებას ასევე ქალი მსჯავრდებულები ესწრებოდნენ, ნაწილი მათგანი შვილებთან ერთად.

„რამდენჯერ შემოვსულვარ აქ და კიდევ ერთხელ დავფიქრდი, რომ ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ: ნებისყოფას, სულის სიძლიერეს, სამშობლოს სიყვარულს, ოჯახის დაფასებას. თავისუფლებაში გატარებული ყოველი წამი უფრო ძვირფასი ხდება“, - აღნიშნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა, ლეილა აფციაურმა.

კონცერტის დასასრულს სცენა №5 დაწესებულების დირექტორმა, ნესტან ვერულაშვილმა, დაიკავა, მან რამდენიმე ლექსი წაიკითხა და მსჯავრდებულ ქალებს მადლობა გადაუხადა: „ქალბატონებმა დაამტკიცეს ჭეშმარიტი სიყვარული ხელოვნებისადმი“, - აღნიშნა მან. ნესტან ვერულაშვილის განცხადებით, ღონისძიებებში მათი ჩართულობა მსჯავრდებულთა რეაბილიტაციას უწყობს ხელს, რათა დაწესებულების დატოვების შემდეგ საზოგადოებაში სრულფასოვანი რეინტეგრაცია სწრაფად მოახდინონ.

როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში აცხადებენ, მსგავსი კოლტურული ღონისძიებები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების მონაწილეობით აქტიურად იმართება. ქალმა პატიმრებმა №5 პენიტენციურ დაწესებულებაში საახალწლო ღონისძიებები გამართეს. წინასაახალწლო ღონისძიებათა ფარგლებში, ქალთა №5 პენიტენციურ დაწესებულებას რეჟისორი რობერტ სტურუა, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დასის წევრები, ჯგუფი "გამოუვალი მდგომარეობა", ასევე სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები ესტუმრნენ და მსჯავრდებულებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. მიმდინარე წელს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციურ დაწესებულებაში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამოც გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ქალმა მსჯავრდებულებმა საგალობლები, სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნომერი და ნაციონალური ცეკვები შეასრულეს. 

აღნიშნული სტატია გამოქვეყნდა პროექტის, "ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებთა ცენტრი ახორციელებს ბულგარეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ შეაფასებთ თბილისის ახალი მერის მუშაობას?
დადებითად უარყოფითად ამ ეტაპზე თავს შევიკავებ

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2018 HRIDC