კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქალი პატიმრებისთვის ხანმოკლე პაემნებისას ერთიანი სივრცით სარგებლობა მიუღებელია

14 თებერვალი, 2018
 
ნათია გოგოლაშვილი

ადამიანის უფლებათა ცენტრმა დაიწყო პროექტი „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში“. პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის მონიტორები ახორციელებენ ქალი და არასრულწლოვანი მსჯავრდებულების გამოკითხვებს შესაბამის დაწესებულებებში. პროექტი ასევე ითვალისწინებს, უფასო იურიდიულ დახმარებას, აღმოჩენილი პრობლემების მოგვარების მიზნით.

იურისტი მონიტორების განცხადებით, ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში ხანმოკლე პაემნის დროს ქალი მსჯავრდებულები ერთიანი სივრცით სარგებლობენ, რაც მათ უკმაყოფილებას იწვევს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ეკა ქობესაშვილის განცხადებით, პატიმარი ქალებისთვის უსიამოვნო ფაქტორია ხანმოკლე პაემნების დროს ერთიანი სივრცით სარგებლობა.

„პატიმარი ქალები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, რომ მათთან ხანმოკლე პაემანზე მისულ არასრულწლოვან შვილებს ურთიერთობა უწევთ სხვა მსჯავრდებულებთან და სხვა მსჯავრდებულების ოჯახის წევრებთან, რაც ქალი მსჯავრდებულებისთვის უსიამოვნოა. მათი განმარტებით, ამან შეიძლება მსჯავრდებულებს შორის არსებული კონფლიქტის გამწვავება ანდა კონფლიქტის წარმოშობა განაპირობოს“, - აცხადებს ეკა ქობესაშვილი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრობლემა ქალ მსჯავრდებულებს რამდენიმე წლის წინაც ჰქონდათ. ადამიანის უფლებათა ცენტრის თანადირექტორის, ნინო ცაგარეიშვილის თქმით, ხამნოკლე პაემნებისას მსჯავრდებულთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ირღვევა.

„ქალთა №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2015 წელს განხორციელებული მონიტორინგისას გამოიკვეთა, რომ  ხანმოკლე პაემნები ტარდებოდა ერთიან სივრცეში, რის გამოც არ ხდებოდა პირადი სივრცის დაცვა. პატიმრების ოჯახის წევრებთან საუბარს ისმენდნენ სხვა პატიმრები, რაც არღვევდა პატიმრების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას“, - აცხადებს ნინო ცაგარეიშვილი.

პუბლიკაცია მომზადდა პროექტის, "ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს ბულგარეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე.

ახალი ამბები