06:29, Wednesday, 26.09.2018
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის კოალიციის წევრმა ორგანიზაციებმა საინფორმაციო შეხვედრები და დაზარალებულთა საჭიროებების კვლევა დაიწყეს

06.03.2018

 
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები: ადამიანის უფლებათა ცენტრი / Human Rights Center, ”Article 42 of the Constitution” – „კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, GCRT და „საერთაშორისო სამართლიანობა“, ახორციელებენ პროექტს - „სამოქალაქო სექტორის ჩართულობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს სიტუაციის გამოძიებაში”. 

პროექტი მიზნად ისახავს სისხლის სამართლის საერთაშორისო (ე.წ. ჰააგის) სასამართლოს International Criminal Court - ICC წინაშე ადვოკატირებას 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ პირთა უფლებების დაცვის მიზნით, დაზარალებულთათვის ინფორმაციის მიწოდებასა და ცნობიერების ამაღლებას ICC-ის მიერ საქართველოში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, ასევე დაზარალებულთა ამჟამინდელი საჭიროებებისა და პრობლემების გამოკვლევას და მოგროვებული ინფორმაციის საფუძველზე სპეციალური ანგარიშის მომზადებას, რომელიც ომიდან 10 წლის შემდგომ არსებულ მდგომარეობას ასახავს. 

ორგანიზაციები წარმოადგენენ ომის შედეგად დაზარალებული ასობით ადამიანის ინტერესებს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ (ე.წ. სტრასბურგისა) და ჰააგის სასამართლოებში. პროექტი ხორციელდება „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ორგაზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სოფელ მოხისის ჩასახლებაში, სადაც შეხვდნენ 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს. შეხვედრა შეეხებოდა ჰააგის სასამართლოს მიერ ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას, რომელიც სასამართლოს პროკურორის ოფისმა 2 წლის წინ დაიწყო. 

შეხვედრის ფარგლებში დაზარალებულებს მიეწოდა ინფორმაცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ და მიმდინარე გამოძიების ფარგლებზე. ასევე, პროექტში მონაწილეებმა დაიწყეს იმ საჭიროებების კვლევა, რაც ჩასახლებაში მცხოვრებ დაზარალებულ მოსახლეობას გააჩნია. ამ მიზნით, მოხდა მოსახლეობის ინდივიდუალური გამოკითხვა სპეციალურად შედგენილი კითხვარების მეშვეობით. შეგროვებული ინფორმაცია ანალიტიკური დამუშავების შემდეგ მიეწოდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სხვადასხვა ორგანოებსა და დაზარალებულთა ნდობის ფონდს. გარდა ამისა, დაგეგმილია ანალოგიური გამოკითხვის ჩატარება დაზარალებულთა სხვადასხვა ჩასახლებებში საქართველოს მასშტაბით.

მოხისის ჩასახლებაში ვიზიტის დროს დაფიქსირებულ ერთ-ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობისათვის სასმელად უვარგისი წყალი. მოსახლეობის თქმით, ჩასახლებას არ მიეწოდება სუფთა წყალი, რის გამოც უწევთ მისი მეზობელი სოფლიდან წყლის ზიდვა. 

მოვუწოდებთ პასუხისმგებელ ორგანოებს, მიმართონ სასწრაფო ზომებს, რათა ჩასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა უზრუნველყონ სასმელად ვარგისი, სუფთა წყლით. 

გარდა ამისა, დაფიქსირდა, რომ მოსახლეობას არ გააჩნია ინფორმაცია ჰააგის სასამართლოს მიერ დაწყებული გამოძიების შესახებ. 

შესაბამისად მივმართავთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და მის ადგილობრივ ოფისს საქართველოში დროულად მოახდინოს დაზარალებულთა ინფორმირება მიმდინარე პროცესის შესახებ, განსაკუთრებით კი დაზარალებულთა უფლებებისა და პროცესში მონაწილეობის შესახებ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ემხრობით თუ არა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას?
კი არა არ ვიცი

ბლოგი

უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
1 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ბებია დაიკარგა. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიგებს შეუერთდა 73 წლის ბებო, რომლის კვალი საკუთარ სოფელში, ეზოს მახლობლად იკარგება. 
ვრცლად...
კუდები გვაკვირვებს
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2018 HRIDC