კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპროტესტო აქციებმა შესაძლოა, აგარიდან თბილისში გადმოინაცვლოს

14 მარტი, 2018
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

შპს ,,აგარის შაქრის” ქარხნიდან გათავისუფლებული 500-მდე თანამშრომელი უკვე მე-12 დღეა, რაც პროტესტის 24-საათიან რეჟიმზე გადავიდა.   დღის განმავლობაში ქარხნის მიმდებარე ტერიტრიაზე 600 ადამიანი იკრიბება, ღამით კი აქციის 30 მონაწილე მორიგეობით რჩება და გაშლილ კარავში ათენებს ღამეს. 
  
 აგარის შაქრის ქარხნიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა პროფკავშირი შექმნეს და საკუთარი უფლებების დაცვას, როგორც კომპანიის მხრიდან, ისე სახელმწიფოსგან მოითხოვენ.

,,გადავედით ყოველდღიურ, 24 -საათიან პროტესტის რეჟიმზე. ყოველდღიურად 600-მდე ადამიანი ვიკრიბებით, ყოველ ღამე 30 ადამიანი ვმორიგეობთ,  ვრჩებით კარავში. ჩვენი მოთხოვნაა  აგარის შაქრის ქარხნის ამუშავება და ჩვენი აღდგენა სამსახურში. წარმოება ისე შეაჩერეს და  500-მდე ადამიანი ისე გაგვათავისუფლეს, რომ, თითქოს, არაფერი მომხდარა. ყურდღება არც კომპანიის მენეჯემენტის მხრიდანაა და არც ხელისუფლებისგან, ჩვენ აქციებს არ შევწყვეტთ ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება" , -განუცხადა humanrights.ge -ს ზაზა ალბორიშვილმა. 

9 მარტს აგარაში ერთ-ერთი მასშტაბური აქცია გაიმართა, სადაც კიდევ ერთხელ მოითხოვეს შაქრის ქარხნის ამუშავება და გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა. აქციას სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისიდან ჩამოსულმა სამოქალაქო აქტივისტებმა და პროფკავშირების წარმომადგენლებმა.
,,ეს ადამიანები უკვე მეექვსე თვეა, რაც სამსახურის და, შესაბამისად, შემოსავალის გარეშე დარჩნენ.  რადგან ხელისუფლებას   არ ესმის მათი პროტესტის ხმა აგარიდან, აქცია გადაინაცვლებს თბილიში”,-ამბობს საქართველოს პროფკავშირის გაერთიანების წარმომადგენელი, გიორგი დიასამიძე. 

შპს ,,აგარის შაქარი" რამდენიმე წელია, რაც აზერბაიჯანელმა ინვესტორმა იყიდა და ,,აზერსუმის" შვილობილი კომპანია გახდა.

,,აგარის შაქრის" კომპანიას ალხან ალიზადე ხელმძღვანელობს, რომლმაც, 2017 წლის ნოემბრის დასაწყისში, 481 თანამშრომელს  კონტრაქტი შეუწყვიტა. გათავისუფლებული თანამშრომლების განცხადებით, ამის მიზეზად მან კომპანიის ფინანსური მდგომარეობა დაასახელა.

შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით ,,აზერსუმის“ კომპანია ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს.

,,როდესაც ჩვენ შევხვდით ,,აგარის შაქრის" მენეჯმენტს, მათ გვითხრეს, რომ  ქვეყანაში დაბალხარისხიანი, უცხოური პროდუქცია შემოდის, აგარის შაქარი კი მას კონკურენციას, დაბალი ფასის გამო, ვერ უწევს.  ამის გამო გააჩერეს წარმოება და შეგვიწყვიტეს კონტრაქტი. ჩვენ ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, რათა მოგვარდეს ეს პრობლემა. ხელისუფლების ინტერესი უნდა იყოს ადგილობრივი წარმოების განვითარება, სადაც 500-მდე ადამიანი ვიყავით დასაქმებული", - არნიშნა ზაზა ალბორიშვილმა. 

აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლებიდან, ამ დრომდე, მხოლოდ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია დაუკავშირდათ, თუმცა კომუნიკაცია აღარ გაგრძელებულა და, შესაბამისად, მათთვის უცნობია ხელისუფლების პოზიცია. ,,აგარის შაქრის" თანამშრომლები საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდებენ, რომ მათი პრობლემით დაინტერესდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობენ, რომ აქციები აგარიდან თბილიში, მთავრობის  კანცელარიასთან, გადაინაცვლებს. 

ახალი ამბები