კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმატებული საქმეები

31 მარტი, 2018
 
(ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი)

სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა ცენტრის ბენეფიციარის სასარგებლოდ 3 000 ევროს გადახდა დაევალა

სახელმწიფომ  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე აღიარა დ. ჩ. მიმართ კონვენციის მე-3 მუხლის  (წამების საქმეების ეფექტური გამოძიება) დარღვევა. სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, დ.ჩ.-ს გადაუხადოს 3 000 ევრო. ადამიანის უფლებათა ცენტრის ჩართულობის შედეგად სახელმწიფოს დაევალა №8 პენიტენციურ დაწესებულებაში დ.ჩ.-ს მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების ხელახალი გამოძიება. სახელმწიფომ ცალმხრივად აღიარა დარღვევა (Unilateral Declaration). 

ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, გ. ო.  ე. წ. „ცრუ დასმენის“ საქმეზე გამართლდა

ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარების შედეგად, მსჯავრდებული გ.ო. თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ე. წ. „ცრუ დასმენის“ საქმეზე.

თავდაპირველად გ.ო. ბრალდებული იყო მკვლელობაში გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომლის სასამართლო განხილვის შემდეგ, ბრალდებულისთვის შეფარდებული წინასწარი პატიმრობის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე,  პროკურატურამ გ.ო.-ს სრულიად სხვა ბრალი წაუყენა ცრუ დასმენასა და ცრუ ჩვენების მიცემაში, რაზეც მას ასევე შეეფარდა წინასწარი პატიმრობა. პროკურატურის ამ გადაწყვეტილებამ წარმოშვა გონივრული ეჭვი, რომ ახალი ბრალის წაყენება მოხდა ბრალდებულის წინასწარ პატიმრობაში დატოვების მიზნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ცრუ დასმენის საქმის განხილვისას გაიმართა 70 სასამართლო სხდომა და დაიკითხა 200-მდე მოწმე.

2017 წლის 10 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებული გ.ო. უდანაშაულოდ ცნო ცრუ დასმენისა და ცრუ ჩვენების მიცემაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ჟ.გ.-სთვის, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, 5 000 ლარის გადახდა დაევალა

2017 წლის 7 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, ჟ.გ.-ს სასარგებლოდ 5 000 ლარის გადახდა დააკისრა. 

ჟ.გ.-ს ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. იგი მთავარი პროკურატურის, 2013 წლის 22 ივლისის, დადგენილებით დაზარალებულად არის ცნობილი 2011 წლის 26 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ ქ.თბილისში,რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო მიტინგის დაშლისას ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების არაპროპორციული გამოყენების შედეგად მიყენებული მორალური და ფიზიკური ზიანის გამო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მ.გ-სთვის, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, 5 000 ლარის გადახდა დაევალა

2018 წლის 1-ელ თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს,  მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, მ.გ.-ს სასარგებლოდ დააკისრა  5000 ლარის გადახდა. მ.გ.-ს სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. მთავარი პროკურატურის, 2013  წლის 22 ივლისის,  დადგენილებით ცნობილი არის დაზარალებულად  2011  წლის  26 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ ქ.თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო მიტინგის დაშლისას ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების არაპროპორციული გამოყენების შედეგად მიყენებული მორალური და ფიზიკური ზიანის გამო.

კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება კლინიკა „ლანცეტში“ სავარაუდო დანაშულის ჩადენის ფაქტზე. 

საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე,  პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებისა და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის ფაქტზე, დააკავა სამედიცინო დაწესებულება შპს „ლანცეტი“-ს დირექტორი ფარმან ჯეირანლი. მას 2018 წლის 8 თებერვალს 6 - წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.  

ადამიანის უფლებათა ცენტრის, განცხადების საფუძველზე,  საქართველოს პროკურატურამ  პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით ჯგუფურად დაუფლებისა და დაუფლების მცდელობის ფაქტზე პასუხისგებაში მისცა შპს „ლანცეტი“-ს დირექტორის მიერ აზერბაიჯანიდან მოწვეული ქირურგ-ტრანსპლანტოლოგი მირჯალალ კაზიმი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი სამართლებრივი დახმარებას უწევს კლინიკა „ლანცეტში“, ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციის  შედეგად გარდაცვლილი გ.ჩ.-სა და კ.კ-ის ოჯახის წევრებს. 

სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედა 10 000 ლარიანი ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლდა 

2018 წლის იანვრის თვეში, სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის სააპელაციო სარჩელი, რითიც თბილისის მერიას დაავალა დ.ჩ.-ს საქმის ხელახლა განხილვა.  ასევე თბილისის მერიისა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის აქტების ბათილად ცნობით დ.ჩ. გაათავისუფლა 10 000 ლარის ჯარიმის გადახდისაგან.  სასამართლოსვე გადაწყვეტილებით, დ.ჩ.-ს საცხოვრებელ სახლს დემონტაჟს აღარ გაუკეთებენ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი სამართლებრივ დახმარებას უწევს სოციალურად დაუცველ, უსახლკარო, მარტოხელა დედა დ.ჩ.-ს. თავშესაფრის მიღების  თხოვნით,  დ.ჩ.-მ არაერთხელ მიმართა შესაბამის უწყებებს, მაგრამ დახმარება ვერცერთი ორგანოდან ვერ მიიღო. ამის შემდეგ დ.ჩ.-მ მიწის ნაკვეთში, რომელსაც იგი 20 წლის განმავლობაში ფლობდა, ააშენა ერთი ოთახი.

აღნიშნული თავშესაფრის აშენებისთვის  დ.ჩ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 10 000 ლარის ოდენობით დააჯარიმა და ასევე დაავალა უკვე აშენებული თავშესაფრის დემონტაჟი. 

ასევე, ადამიანის უფლებათა ცენტრის თბილისისა და რეგიონული ოფისების იურიდიული დახმარებით, ბენეფიციარებმა 4 საქმე დაასრულეს მორიგებით, 2 ბენეფიციარს დაენიშნა მხარდამჭერი, 4 ბენეფიციარს დაუდგინდა იურიდიული მნიშვენლობის მქონე ფაქტი და თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა წინა ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მოქალაქე გაათავისუფლა თბილისის მიერიის მიერ დაკისრებული  10 000 ლარიანი ჯარიმისგან. #

ახალი ამბები