06:35, Wednesday, 26.09.2018
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კოალიცია დამოუკიდებელ ინსპექტორს გენდერული შევიწროების შემთხვევების შესწავლისკენ მოუწოდებს

31.03.2018

 
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე სქესის ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი გამონათქვამების გახშირებისა და გენდერული უთანასწორობის ატმოსფეროს გაძლიერების გამო, რაც საბჭოში განსხვავებული აზრის ჩახშობის მიზანს ემსახურება. 
 
2018 წლის 26 მარტის სხდომაზე საბჭოს მოსამართლე მამაკაცმა წევრებმა, არამოსამართლე წევრის - ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ განაცხადეს, რომ იგი იტყუებოდა, მასთან საუბარი არ შეიძლებოდა და მისი მოსმენა არ შეიძლებოდა. რაც დასრულდა საბჭოს მოსამართლე წევრის სერგო მეთოფიშვილის მიერ, ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ გაკეთებული მიმართვით, რომ ნაზის შესაძლოა მართავდეს მისი მეუღლე დავით გამისონია. 

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს თავჯდომარე ნინო გვენეტაძე შეეცადა არაკორექტული მიმართვების აღკვეთას ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ, საბჭოს მსვლელობისას გამოიკვეთა, რომ იგი თავადაც გრძნობდა თავს იზოლირებულად საბჭოს მიერ წარმართულ სასამართლო რეფორმის სამოქმედო გეგმის სამუშაო ჯგუფების მუშაობის პროცესში და მას თავად, აღნიშნულ ჯგუფებში მუშაობა შეეზღუდა მისი დამოკიდებულებების გამო, არასამთავრობო სექტორის ჩართვასთან დაკავშირებით. 

როგორც საბჭოს სხდომებზე, ასევე მედია სივრცეში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კაცი წევრების მიერ საბჭოს ქალი წევრების მიმართ კრიტიკის გამოხატვა, არაეთიკური და გენდერული სტერეოტიპებით განპირობებული შინაარსით, პრაქტიკად იქცა, რაც ღირსების შემლახველია და ქმნის მტრულ გარემოს ქალი წევრებისთვის. კერძოდ: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა  ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მამაკაცი წევრებისთვის ქალბატონებთან ოპონირების რეჟიმი მისთვის არაკომფორტულია. 

მიგვაჩნია, რომ საბჭოს მოსამართლე წევრების მიერ საბჭოს ქალი წევრების,  მიმართ გამოხატული გენდერული დისკრიმინაციის შინაარსის შემცველი განცხადებები, ქმნის მტრულ სამუშაო გარემოს ქალებისთვის. მტრული სამუშაო გარემოს შექმნა და სქესის ნიშნით დისკრიმინაციული მიმართვები, ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით წარმოადგენს გენდერული შევიწროების ფორმას. იგი ზღუდავს ქალთა ეფექტურ მონაწილეობას სამუშაო ადგილებზე, წარმართავს რა პროცესს დამამცირებელი და ღირსების შემლახველი მიდგომებით.

კანონმდებლობის შესაბამისად, მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს სამოსამართლო ეთიკის ნორმების დარღვევა. ხოლო, სამოსამართლო ეთიკის წესების თანახმად, მოსამართლე უნდა უფრთხილდებოდეს მართლმსაჯულების პრესტიჟს და სასამართლო შენობაში თუ მის გარეთ არ იქცეოდეს სასამართლოს ავტორიტეტისა და მოსამართლის თანამდებობისათვის შეუფერებლად. ამავე დროს, მოსამართლემ თავის განცხადებაში უნდა გამოიჩინოს სათანადო კორექტულობა, არ გამოიყენოს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი სიტყვები და გამოთქმები ან დისკრიმინაციული ტერმინოლოგია. ამასთან, მოსამართლემ სასამართლო მოხელესაც უნდა ურჩიოს თავი შეიკავოს ამგვარი განცხადების გაკეთებისაგან.

კოალიციის მოსაზრებით, სასამართლო კორპუსის წარმომადგენელთა მხრიდან გენდერული დისკრიმინაციის შემცველი ქცევის და დამოკიდებულების სისტემატიური გამოვლენა საჭიროებს ინდივიდუალურ შესწავლას და ადეკვატურ რეაგირებას. 

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორს, „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, დაიწყოს საბჭოს კონკრეტული მოსამართლე წევრების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება;  

კოალიცია ასევე მოუწოდებს საბჭოს თითოეულ წევრს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ქმნის საბჭოს ქალი წევრებისათვის არახელსაყრელ და მტრულ სამუშაო გარემოს და აჩენს ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს.  

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ემხრობით თუ არა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას?
კი არა არ ვიცი

ბლოგი

უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
1 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ბებია დაიკარგა. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიგებს შეუერთდა 73 წლის ბებო, რომლის კვალი საკუთარ სოფელში, ეზოს მახლობლად იკარგება. 
ვრცლად...
კუდები გვაკვირვებს
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2018 HRIDC