კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის უნივერსიტეტში ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნა

4 აპრილი, 2018
 
  ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე რეგიონში  არსებული მდგომარეობა, ომი და ომის შედეგები -  რუსული ინტერვენციის დოკუმენტური ფოტომასალა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახსნილ ოკუპაციის მუზეუმში გამოფინეს.

ფოტომასალასთან ერთად  ბანერებზე  ისტორიებია მოთხრობილი. მუზეუმში ორი სტენდიც არის განთავსებული - პირველში მსხვილკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღის მასრები არის წარმოდგენილი, ხოლო მეორეში - ის ნივთები, რომელიც ომის შედეგად დამწვარ და განადგურებულ სახლებში იპოვნეს. ნივთებს შორისაა სახლის გასაღებიც, რომლის ისტორია ოკუპაციის მუზეუმის გახსნაზე, გორის უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა გაიხსენა.

,,2008 წლის საომარი მოქმედებების დროს, ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა დაკეტა სახლი და ერთადერთი რაც წამოიღო ეს გასაღები იყო, იმ იმედით, რომ უკან მალე დაბრუნდებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ დაბრუნდა, მისი სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა და გასაღები სწორედ ამ მუზეუმში მოიტანა, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს. გარდა დოკუმენტური მასალისა, უნდა შეიქმნას მხატვრული ლიტერატურაც ამ მოვლენებზე, რომელმაც ადამიანებს დიდი ტკივილი და დარტყმა მიაყენა”, - განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა.

ოკუპაციის მუზეუმის გახსნის ღონისძიებას სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში რუდოლფ მიხალკა  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები ესწრებოდნენ. ოკუპაციის მუზეუმის გახსნის ღონისძიებაზე რუსეთ-საქართველოს ომზე მომზადებული დოკუმენტური ფილმი აჩვენეს, სადაც ომში გარდაცვლილებისა და  დევნილების შესახებ იყო საუბარი. 

,,დიპლომატებს როდესაც სადმე გვეპატიჟებიან, ვამბობთ, რომ ბედნიერი ვართ იქ ყოფნით. მე ბედნიერი არ ვარ, დღეს, აქ ყოფნით. ჩემთვის უაღრესად სამწუხაროა, რომ ასეთ ადგილას მიწევს ყოფნა და არსებობს იმის აუცილებლობა, რომ ასეთი მუზეუმები იხსნებოდეს ამ ქვეყანაში. ის მოვლენები, რომელიც მოხდა 2008 წლის აგვიტოში არ უნდა მომხდარიყო არავითარ შემთხვევაში, მაგრამ, სამწუხაროდ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენები მოხდა და ასეთი მუზეუმები უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამინმა შეძლოს აქ მოსვლა და საკუთარი თვალით დაინახოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. ასეთი ადგილების მთავარი დანიშნულება არის ის, რომ მსგავსი მოვლენები მეორედ აღარ უნდა განვითარდეს და ეს იქნება ჩემი სურვილი" , - აღნიშნა სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩმა, რუდოლფ მიხალკამ.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოკუპაციის მუზეუმის გახსნის იდეის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მეგობრობის ხიდი ქართლოსია“. პროექტის დაფინანსება საქართველოს პრეზიდენტის  სარეზერვო ფონდიდან მოხდა. ,,მეგობრობის ხიდი ქართლოსის“ ხელმძღვანელმა, მეგი ბიბილურმა განცხადა, რომ ოკუპაციის მუზეუმში ექსპერტთა კლუბის წარმომადგენლებთან ერთად დისკუსიები გაიმართება. 

შიდა ქართლის რეგიონში ეს უკვე რიგით მეხუთე ოკუპაციის მუზეუმია, ოკუპაციის ორი მუზეუმია ხაშურის მუნიციპალიტეტში, მესამე კასპში და ხოლო მეოთხე ოკუპირებული ცხინვალიდან რამდენიმე მეტრში, სოფელ ერგნეთში, მცხოვრებმა ლია ჩლაჩიძემ, საკუთარ სახლში გახსნა. 

ახალი ამბები