11:54, Sunday, 16.12.2018
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კოალიცია 'ევროატლანტიკური საქართველოსთვის' მხარს უჭერს სამშვიდობო ინიციატივას – 'ნაბიჯი უკეთესი მომავლისათვის'

05.04.2018

 
კოალიცია „ევროატლანტიკური საქართველოსთვის“ მიესალმება და მხარს უჭერს, მათ შორის საზოგადოების ჩართულობით შემუშავებულ, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისათვის“ და მთლიანობაში შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ინიციატივის წარმატებით განხორციელება, რომელიც გულისხმობს გამყოფი ხაზების ორივე მხარეს ვაჭრობის წახალისებას, ხარისხიანი განათლების მიღების მნიშვნელოვანი შესაძლებლობების განვითარებას და შესაბამისი მექანიზმების შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს იმ სიკეთეებით სარგებლობას, რაც საქართველოს განვითარების შედეგად, მათ შორის ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა, შექმნის დამატებით სტიმულსა და საფუძველს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, გამყოფი ხაზების გასწვრივ ადამიანების გადაადგილების და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარებისათვის.

ამ ინიციატივის ეფექტური განხორციელება, რაც უპირველეს ყოვლისა ქვეყნის შიგნით და ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად სწორი, თანმიმდევრული და კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს, მთლიანობაში  ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას და წინსვლას.

აღნიშნული ინიციატივის და მისი ძირითადი მიმართულებების რეალურ ცხოვრებაში განხორციელება მარტივი არ იქნება და ამ გზაზე ბევრი სირთულე შეგვხვდება. შესაბამისად, მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, ხელი შეუწყოს აღნიშნულ საკითხზე ყველა ევროპული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალის კონსენსუსს და მწყობრი და ერთიანი პოზიციით, მნიშვნელოვანი ძალისხმევა მიმართოს ინიციატივის განხორციელების გზაზე. უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება აფხაზებთან და ოსებთან დიალოგისა და  თანამშრომლობისათვის იმ სწორი მექანიზმებისა და ფორმების გამოყენება, რაც უკვე წარმატებით აპრობირებულია საერთაშორისო პრაქტიკაში სხვადასხვა რეგიონებში.

მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და პოლიტიკურ ძალებს, კონსტრუქციული განხილვების გზით მხარი დაუჭირონ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენ მზადყოფნას, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ინიციატივის წარმატებით განხორციელებაში.
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია 
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა 
  • საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო 
  • საინფორმაციო პორტალი “ევროპა საქართველოსთვის” 
  • ლიბერალური აკადემია თბილისი
  • საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი 
  • მედიის განვითარების ფონდი 
  • მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის 
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ყოფილხართ თუ არა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და მიგიმართავთ თუ არა სამართალდამცავებისთვის?
დიახ და მიმიმართავს დიახ და არ მიმიმართავს არ ვყოფილვარ

ბლოგი

უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
1 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ბებია დაიკარგა. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიგებს შეუერთდა 73 წლის ბებო, რომლის კვალი საკუთარ სოფელში, ეზოს მახლობლად იკარგება. 
ვრცლად...
კუდები გვაკვირვებს
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2018 HRIDC