კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის წინადადებას ჯანდაცვის სამინისტრო განიხილავს

10 აპრილი, 2018
 
ნათია გოგოლშვილი

ადამიანის უფლებათა ცენტრმა, 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებაში („შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“) ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს მთავრობას წინადადებით მიმართა.

აქტი არეგულირებს შრომითი მოვალეობის შესრულებისას, დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესს, ასევე  განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე დახმარების მიმღებ პირთა წრეს, დახმარების ოდენობებს, დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს.

დადგენილებაში განსაზღვრულია იმ პირთა წრე, ვისაც შეიძლება, დაენიშნოს დახმარება. დახმარების გაცემის საკითხს წყვეტს უწყებათაშორისი კომისია. დადგენილების თანამხად, დახმარება შეიძლება, დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც დასაქმებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში, 2007 წლის 1 იანვრამდე დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება ამ დამსაქმებელთან  მუშაობის გამო ან, ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით, შრომითი მოვალეობის შესრულებისას, მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, დადასტურებული აქვს ფულადი დახმარების მიღების უფლება, ასევე სააგენტოს მხრიდან 2007-2008 წლებში გაცემულია ერთჯერადი კომპენსაცია ან დაფარულია დავალიანება. 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ იასონ ნეფარიძეს 2014 წლიდან შეუწყდა დახმარება, რომელსაც იგი წლების მანძილზე, მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, იღებდა. იასონ ნეფარიძის საქმე არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაშია. 

ნეფარიძის მიმართ, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სასამართლოს მიერ, 1977 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, სს „ჭიათურის მედსანნაწილის საავადმყოფო“-ს, მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად სარჩოს გადახდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის საბოლოო შეცვლამდე. 2012 წელს, სს „ჭიათურის მედსანნაწილს“ რეორგანიზაციის შედეგად, შეუერთდა  სს ა. ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოს, რომლის დამფუძნებელი და აქციონერი არის სახელმწიფო. 2015 წელს კი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საავადმყოფო გაუქმდა უფლებამონაცვლის დადგენის გარეშე. იასონ ნეფარიძე ზემოხსენებული დაწესებულებიდან 2014 წლამდე ყოველთვიურად იღებდა ფულად დახმარებას, რომელიც  მისთვის დაწესებულებას უნდა გადაეხადა, ჯანმრთელობის საბოლოო მდგომარეობის აღდგენამდე. თუმცა, 2014 წელს მას წერილით განემარტა, რომ საავადმყოფო გადახდისუუნარო იყო და მას კუთვნილ ყოველთვიურ დამხარებას ვერ გადაუხდიდა.   

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, გიორგი კაკუბავას განცხადებით, ორგანიზაციის მოთხოვნაა, რომ დადგენილების მე-5 მუხლში შევიდეს ცვლილება და  აქტის მოქმედება გავრცელდეს იმ პირებზეც, რომლებსაც ზიანი მიადგათ საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში დასაქმებული პირის მიერ, რომელიც, მოცემული რედაქციით, გათვალისწინებული არ არის. 

აღნიშნული საკითხები რეგულირდება „მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით“, თუმცა, ამგვარი შემთხვევა, სამწუხაროდ, არც კანონით და არც სხვა ნორმატიული აქტებით რეგულირდება. ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქმე გვაქვს საკანონმდებლო ხარვეზთან. არსებული პრობლემის გათვალისწინებით კი, იასონ ნეფარიძის კანონიერი ინტერესები და უფლებები ირღვევა. სწორედ, აღნიშნულმა პრობლემამ განაპირობა ჩვენ მიერ წინადადების წარდგენა  და 2013 წლის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გაითვალისწინებს ჩვენ მოთხოვნას, შესაძლებელი იქნება, დარღვეული უფლების აღდგენა“, - აცხადებს გიორგი კაკუბავა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის წინადადება განსახილველად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საინისტროშია გადაგზავნილი.

ახალი ამბები