კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება ე.წ. ციანიდის საქმეში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით

11 აპრილი, 2018
 
2017 წლიდან ე.წ. ციანიდის საქმე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს. საზოგადოებამ დღემდე ვერ მიიღო პასუხები ლეგიტიმურ კითხვებზე და იმ უფლებადარღვევებზე, რაც საქმეზე ბრალდებული სასულიერო პირის, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ განხორციელდა. 

ორივე ინსტანციის სასამართლოში საქმე საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე წარიმართა, რაც სასამართლო სხდომების დაუსაბუთებელ დახურვაში გამოიხატა. სასამართლომ არ გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაცია და ბრალდებულის ადვოკატების მოთხოვნა, რომ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას დახურულიყო მხოლოდ სხდომების ის ნაწილი, სადაც პირადი ცხოვრების ამსახველი მონაცემები ქვეყნდებოდა.

პირველივე დღეებიდან, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელთა მხრიდან, რამაც განაჩენის გამოტანამდე შექმნა საზოგადოებრივი წინასწარი განწყობა დეკანოზის დამნაშავეობასთან დაკავშირებით.
 
ე.წ. ციანიდის საქმეში არსებითად დაირღვა მხარეთა თანასწორობის პრინციპი იმ პირობებში, როდესაც ადვოკატებს დააკისრეს გამუთქმელობის ვალდებულება მაშინ, როდესაც პროკურატურა დაუბრკოლებლად ასაჯაროებდა საქმეში არსებულ არაერთ მტკიცებულებას.  

გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრებით დაცვის მხარეს წაერთვა შესაძლებლობა, ჩაეტარებინა საქმისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე ექსპერტიზა.

თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილეს დაცვის მხარის შუამდგომლობა აეროპორტში გიორგი მამალაძის დაკავებისა და ჩხრეკის ვიდეოჩანაწერების მოპოვებასთან დაკავშირებით, რაც საქმეში მნიშვნელოვან ნეიტრალურ მტკიცებულებას წარმოადგენდა.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ორივე ინსტანციის სასამართლოში წაერთვა დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება. პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა ვერ გასცეს პასუხი კითხვებს, თუ ვისგან და რა ვითარებაში შეიძინა დეკანოზმა ციანიდი. ორივე ინსტანციის სასამართლოში მტკიცების ტვირთი ბრალდებულზეა გადატანილი და ყოველგვარი ეჭვი გადაწყვეტილია ბრალდებულის საწინააღმდეგოდ.

ვერც ერთი ინსტანციის სასამართლომ ვერ გასცა კითხვას, თუ რატომ ჰქონდა გადაწყვეტილი გიორგი მამალაძეს მაინცდამაინც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ არსებითად დაირღვა  სამართლიანი სასამართლოს პრინციპი, რაც საქმის განხილვის და გადაწყვეტის ყველა ეტაპზე გამოვლინდა.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს წაერთვა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა და სახელმწიფოს მხრიდან ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მსხვერპლი გახდა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები