11:30, Monday, 16.07.2018
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე დამნაშავეები დროულად უნდა გამოვლინდნენ და დაისაჯონ

12.04.2018

 
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან თვენახევარზე მეტი გავიდა. დამნაშავეები დღემდე არ არიან იდენტიფიცირებულნი და დასჯილნი. გარდაცვლილის ოჯახი მოითხოვს დამნაშავეთა გამოაშკარავებას და დასჯას.

ამ დროისათვის ოჯახს არა აქვს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე. დაზარალებული მხარისთვის მნიშვნელოვანია ექსპერტიზის კვალიფიციურად წარმართვა და ობიექტური დასკვნა, ვინაიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები, რაც შესაძლოა, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე მიუთითებდეს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს საგამოძიებო ორგანოებმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა გამოიყენოს ყველა სამართლებრივი მექანიზმი, რათა დადგინდეს სიმართლე და დაისაჯოს ყველა დამნაშავე, ვინც რამე ფორმით მონაწილეობდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის გატაცებასა და მკვლელობაში. 

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა კიდევ ერთხელ მიანიშნებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ განუკითხაობასა და დაუსჯელობაზე, რაზეც  სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ადეკვატური რეაგირება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა და სხვა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას და მოუწოდეს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით, გამოიყენოს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები და ამ ტერიტორიებზე სიცოცხლის ხელყოფისა და თავისუფლების შეზღუდვის გავრცელებულ პრაქტიკებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარადგინოს სახელმწიფოთშორისი საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. სამწუხაროდ, საზოგადოება არ არის ინფორმირებული, ამ მიმართულებით, რას გეგმავს ხელისუფლება.

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი თამარ ავალიანი იცავს. ორგანიზაცია მოამზადებს საჩივარს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ემხრობით თუ არა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას?
კი არა არ ვიცი

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2018 HRIDC