კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა დაასრულა პროექტი „საქართველოს პენიტენციურ სისტემაში რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა“

12 აპრილი, 2018
 
ადამიანის უფლებათა ცენტრმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში დაასრულა არტ-თერაპიის ოთხთვიანი პროექტი. 

დღეს №5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებმა პროექტში მონაწილე მსჯავრდებულებს სერტიფიკატები გადასცეს.

პროექტი მოიცავდა თიხაზე მუშაობის პროგრამას, ადამიანის უფლებათა ცენტრის არტ-ტრენერისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით. პროგრამაში მონაწილე მსჯავრდებულების  შერჩევისას გათვალისწინებული იყო მათი ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობა, ქცევა და ინტერესი. 

თიხაზე მუშაობა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს, მათ შორის - შშმ პირებს, ეხმარება, აითვისონ შრომითი, სახელოვნებო უნარები და გაუმკლავდნენ პატიმრობისგან გამოწვეულ სტრესს.

პროექტის ფარგლებში თიხის სპეციალისტმა პროექტის ბენეფიციარებს შეასწავლა თიხაზე მუშაობა - კერამიკული ნაკეთობების მომზადება და გამოწვა სპეციალურ ღუმელში. პროგრამაში მონაწილეობდა №5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულების სოციალური მუშაკი, რომელმაც ასევე შეისწავლა თიხაზე მუშაობა და პროექტის დასრულების შემდეგ, გაუძღვება არტ-თერაპიის კურსს.

პროექტის მიმდინარეობისას პენიტენციურ დაწესებულებას საჩუქრად გადაეცა თიხის გამოსაწვავი ღუმელი, თიხის ამოსაყვანი მოწყობილობა - დგინი, ერთი წლის სამუშაოსთვის სამყოფი თიხა, კერამიკული საღებავები და სხვა ნივთები, რაც საჭიროა არტ-ტერაპიის ხანგრძლივი ვადით გასაგრძელებლად.

20 აპრილს 13:00 საათზე თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში (მისამართი: თბილისი, აკ. გახოკიძის 11ა) გაიმართება პროექტის მიმდინარეობისას მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული თიხის ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა. 

პრესრელიზი მომზადდა პროექტის ფარგლებში - „საქართველოს პენიტენციურ სისტემაში რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა“, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს ბულგარეთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები