კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში ექვსი პირი დააკავეს

13 აპრილი, 2018
 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

8 აპრილს, საღამოს საათებში, გორში სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის მომხდარი ინციდენტი ცხრა მოქალაქის დაკავებით დასრულდა.  სამი ადმინისტრაციული ჯარიმით გაათავისუფლეს, ხოლო ექვს მოქალაქეს 11 აპრილს, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. უფრო კონკრეტულად კი, ხუთ დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე მუხლის მეორე ნაწილით,  პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, წარედგინა, ერთს კი, 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
 
პროკურორმა, სასამართლო პროცესზე, აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. დაცვის მხარემ კი სასამართლოს, პატიმრობის ნაცვლად, 2 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართა. ადვოკატის შუამდგომლობა მოსამართლემ არ გაითვალისწინა და ამის მიზეზად ბრალდებულების მხრიდან მიმალვის საფრთხე დაასახელა.

,,ჩვენ დავაყენეთ პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და აღმკვეთ ღონისძიებად შეუფარდა პატიმრობა.საინტერესოა, თუ რით დაასაბუთებს სასამართლო მიღებულ გადაწყვეტილებას. საჭიროების შემთხვევაში გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში", - აცხადებს დაკავებულების ადვოკატი ნოდარ ცინცაძე.

შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს გორში,  სადგურის დასახლებაში,  ახალგაზრდებსა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს შორის შელაპარაკება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კეცხოველის ქუჩაზე მდებარე სკვერში, 20-მდე ახალგაზრდას საპატრულო ეკიპაჟმა წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა. შსს ინფორმაციით, ინციდენტის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთმა თანამშრომელმა სხეულის დაზიანება მიიღო და ასევე დაზიანდა უწყების კუთვნილი სამი ავტომანქანა.

ერთ-ერთი დაკავებულის დედა მომხდარზე პასუხიმგებლობას სამართალდამცველებს აკისრებს. მისი თქმით,  სკვერში შეკრებილ ახალგაზრდებს თავდაპირველად  სამართალდამცველებმა მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც მოგვიანებით პოლიციის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ახალი ამბები